პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებადღეს ლეგენდარული სოფიკო ჭიაურელის დაბადების დღეა ...

დღეს ლეგენდარული სოფიკო ჭიაურელის დაბადების დღეა …

სოფიკო ჭიაურელი 1937 წლის 21 მაისს ლეგენდარული მსახიობის, ვერიკო ანჯაფარიძისა და კინორეჟისორ მიხეილ ჭიაურელის ოჯახში დაიბადა.

1960 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი (ბ. ბიბიკოვის სტუდია).

1960-64 წლებში და 1968 წლიდან კოტე მარჯანიშვილის აკადემიური თეატრის, ხოლო 1964-68 წლებში – რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო. მიღებული ჰქონდა არაერთი საერთაშორისო პრემია და ჯილდო.

სოფიკო ჭიაურელს 40-ზე მეტ სპექტაკლსა და 20-ზე მეტ ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული.

გარდაიცვალა ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ 2008 წლის 2 მარტს თბილისში, 71 წლის ასაკში. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში, მეუღლის – კოტე მახარაძის გვერდით.

ნახეთ, ეროვნულ არქივში დაცული სოფიკო ჭიაურელის ფოტოკოლექცია.

1937 წლის 21 მაისს დაიბადა არაჩვეულებრივი სოფიკო ჭიაურელი. (1937-2008).
🎥1956: „ჩვენი ეზო“ (ციცინო), რეჟ. რევაზ (რეზო) ჩხეიძე
🎥1958: „აკვარელი“ (ცოლი) რეჟ. ოთარ იოსელიანი
🎥1960: „ამბავი ერთი ქალიშვილისა“ (ლალი)რეჟ. მიხეილ ჭიაურელი
🎥1961: „ენგურის ნაპირებზე“ (თამარი) რეჟ. დავით რონდელი
🎥1963: „გენერალი და ზიზილები“ (ზოსია) რეჟ. მიხეილ ჭიაურელი
🎥1965: „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“ (ტასია) რეჟ. მიხეილ ჭიაურელი
🎥1965: „ხევსურული ბალადა“ (მზექალა) რეჟ. შოთა მანაგაძე
🎥1967: „ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება“ (ელენე) რეჟ. ნანა მჭედლიძე
🎥1968: „არ იდარდო!“ (სოფიკო) რეჟ. გიორგი დანელია
🎥1968: „ფერისცვალება“ (სოფიკო) რეჟ. ლანა ღოღობერიძე
🎥1969: „ბროწეულის ფერი“ (დედოფალი ანა საიათნოვა, ანგელოზი, მონაზონი) რეჟ. სერგო ფარაჯანოვი
🎥1970: „ჩერმენი“ რეჟ. ნიკოლოზ სანიშვილი
🎥1971: „წუთისოფელი“ (სიდონია) რეჟ. შოთა მანაგაძე
🎥1973: „ვერის უბნის მელოდიები“ (ვარდო) რეჟ. გიორგი შენგელაია
🎥1974: „ბიჭები იასამნის ქუჩიდან“ (გენრიეტა) რეჟ. ნელი ნენოვა
🎥1975: „აურზაური სალხინეთში“ (თამრო) რეჟ. ლანა ღოღობერიძე
🎥1976: „ნატვრის ხე“ (ფუფალა) რეჟ. თენგიზ აბულაძე
🎥1976: „ქვიშანი დარჩებიან“ (ეკა) რეჟ. გიორგი შენგელაია
🎥1977: „შეცდომათა კომედია“ (ლიზა) რეჟ. ვ. გაუზნერი
🎥1978: „არევიკი“ (არევიკი) რეჟ. არკადი აირაპეტიანი, არნოლდ აგაბაბოვი
🎥1978: „დათა თუთაშხია“ (ნანო თავყელიშვილი) რეჟ. გრიგოლ (გიგა) ლორთქიფანიძე
🎥1978: „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“ (სოფიკო) რეჟ. ლანა ღოღობერიძე
🎥1979: „ალი-ბაბასა და 40 ყაჩაღის თავგადასავალი“ (ზამირა, ალი-ბაბას დედა) რეჟ. ლატიფ ფაიზიევი, უმეშ მეხრა
🎥1979: „ძახილი“ (მუსიკის მასწავლებელი) რეჟ. ყარამან (გუგული) მგელაძე
🎥1980: „Пощёчина“ (სომხ. Կտոր մը երկինք [ცის ნაჭერი])
🎥1980: „ზღაპარი“ რეჟ. კონსტანტინე (კოტე) სურმავა
🎥1982: „ეძიეთ ქალი“ (ალისა პოსტიკი) რეჟ. ალა სურიკოვა
🎥1984: „ქართველები ცაში“ (მგზავრი) რეჟ. ომარ გვასალია
🎥1984: „Каникулы Петрова и Васечкина, обыкновенные и невероятные“ (მანანას ბებია) რეჟ. ვ. ალენიკოვი
🎥1984: „ამბავი სურამის ციხისა“ (ვარდო) რეჟისორები დოდო აბაშიძე, სერგო (სარგის) ფარაჯანოვი
🎥1986: „Миллион в брачной корзине“
🎥1987: „Загон“
🎥1988: „აშუღ-ყარიბი” (დედა) რეჟისორები დოდო აბაშიძე, სერგო (სარგის) ფარაჯანოვი
🎥1992: „Остров“
🎥1992: „Я обещала, я уйду“
🎥2000: „ნუცას სკოლა“ (მასწავლებელი) რეჟ. მერაბ კოკოჩაშვილი
🎥2002: „Только раз…“ (ვერა)
🎥2004: „მთვარიანი ველის სერენადა“ რეჟ. ზაზა ბუაძე
🎥2005: „იყიდება აგარაკი“ (სურენის ბებია)
🎥2005: „ხელოვანთა კადრებიდან“ რეჟ. შოთიკო კალანდაძე
🎥2006: „შუქურა“ (მეზობელი) რეჟ. მარია სააკიანი
  დეპრესია დამემართა… 2 წელი ფიზიკურად ქუჩაშიც კი არ გამოვსულვარ“ – რა იყო ის ერთადერთი მოვლენა, რამაც თათა ვარდანაშვილი გამოუვალ მდგომარეობაში ჩააყენა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი