პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიUncategorizedაშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი რუსეთის დროით 17:00 საათზე გაიმართება

აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი რუსეთის დროით 17:00 საათზე გაიმართება

აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი რუსეთის დროით 17:00 საათზე (აშშ-ის დროით 10:00) გაიმართება. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

პესკოვის თქმით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შორის შესაძლო შეხვედრა სახელმწიფოების მეთაურებს შორის პირად შეთანხმებებზეა დამოკიდებული.

„ეს დიდწილად იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რას გადაწყვეტენ ისინი თავად. გადაწყვეტილებას ორი პრეზიდენტი მიიღებს. შეხვედრა, რა თქმა უნდა, უნდა შემუშავდეს, მაგრამ იმის მიხედვით, თუ რა თარიღებს დანიშნავენ ისინი თავად“, – აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა.

დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთი დიდად აფასებს აშშ-ის შუამავლობის ძალისხმევას უკრაინაში და მადლიერია ვაშინგტონის მიმართ.

  მიხეილ სარჯველაძე: „ათასობით არიან ეს ადამიანები, რომლებმაც შეძლეს ღია ბაზარზე დასაქმება“
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი