აშშ-ში, კალიფორნიაში გაიხსნა რესტორანი BurgerBots, რომელშიც საკვებს რობოტები ამზადებენ.
ბურგერების ასაწყობად რობოტებს სულ რაღაც 27 წამი სჭირდებათ. ისინი დღეში ასობით იდენტურ კერძს ამზადებენ, რომლებშიც ინგრედიენტები ყოველთვის ერთნაირად არის განლაგებული. პარალელურად რესტორანში ადამიანებიც მუშაობენ. რობოტები ამ ეტაპზე მხოლოდ მონოტონურ ამოცანებს ასრულებენ – ჭრიან ხორცს, წვავენ კატლეტებს და ა.შ.
„ჩვენს ტექნოლოგიას სარესტორნო ბიზნესში ინდუსტრიული ხარისხი და სტაბილურობა შემოაქვს. რობოტები პერსონალს რუტინული ამოცანებისგან ათავისუფლებენ და საშუალებას აძლევენ მეტი ყურადღება დაუთმონ სტუმრებისთვის სასიამოვნო შთაბეჭდილების შექმნას“, – განაცხადა რობოტების მწარმოებელი კომპანიის ABB Robotics პრეზიდენტმა მარკ სეგურამ.