გარემოს ეროვნულმა სააგენტომ შავი ზღვის წყლის ხარისხისა და ბიომრავალფეროვნების კვლევა განახორციელა

ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა
ფოტო: გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ შავი ზღვის წყლის ხარისხისა და ბიომრავალფეროვნების კვლევა განახორციელა. სააგენტოს სპეციალისტემა, ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივის (WFD) მოთხოვნების გათვალისწინებით, საქართველოს შავი ზღვის აკვატორიაში, 15 წერტილში აიღეს სინჯები. ადგილზე განისაზღვრა ქიმიურ-ფიზიკური პარამეტრები, ხოლო ბიოლოგიური და ქიმიური ანალიზები განხორციელდება სააგენტოს ლაბორატორიაში, რომელიც აღჭურვილია მაღალი სიზუსტის მქონე ანალიტიკური ხელსაწყოებით და სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებსა და სტანდარტებს. შედეგები ლაბორატორიული კვლევების დასრულებისთანავე გამოქვეყნდება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კვლევები მიზნად ისახავს ევროკავშირის საზღვაო სტრატეგიის ჩარჩო დირექტივისა (MSFD) და წყლის ჩარჩო დირექტივის (WFD) მოთხოვნათა შესაბამისად, საქართველოს შავი ზღვის სანაპიროსა და კონტინენტური შელფის გარემოს მონიტორინგის სისტემის გაუმჯობესებას. კვლევა სააგენტოში მიმდინარე პროექტის „ინოვაციური ერთობლივი სწავლება შავი ზღვის აუზში მცხოვრები თემების გარემოსადმი მეგობრული ქცევის ჩამოსაყალიბებლად“ ფარგლებში განხორციელდა.

პროექტი თანადაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, პროგრამის „Interreg NEXT Black Sea Basin Programme“ ფარგლებში და მისი მიზანია მოქალაქეების გარემოსადმი მეგობრული ქცევის გაუმჯობესება, გარემოსდაცვითი აქტივობების განხორციელება და შავი ზღვის აუზის რეგიონებში დაბინძურების შემცირება.

აღსანიშნავია, რომ გარემოს ეროვნული სააგენტო, შავი ზღვის წყლის ხარისხის კვლევას უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). გარემოს ეროვნულმა სააგენტომ შავი ზღვის წყლის ხარისხისა და ბიომრავალფეროვნების კვლევა განახორციელა. 19 მაისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/გარემოს-ეროვნულმა-სააგენ/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Duty free gaqidvebis asistenti

საქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: CV.ge
Маркетолог (Руководитель)

ბათუმი · ტრანსპორტი / ლოგისტიკა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-26T04:31:55+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi