ოთხშაბათი, მაისი 6, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიUncategorized,,თუ თბილისში მანქანების რაოდენობის შემცირება გვინდა, სწორედ მეტრო უნდა გავაფართოვოთ” — მევლუდ...

,,თუ თბილისში მანქანების რაოდენობის შემცირება გვინდა, სწორედ მეტრო უნდა გავაფართოვოთ” — მევლუდ მელაძე

„თუ თბილისში მანქანების რაოდენობის შემცირება გვინდა, მეტროს ხაზები უნდა გავაფართოვოთ, სხვა შემთხვევაში, მანქანების რაოდენობა იზრდება და მომავალშიც გაიზრდება – ეს ლოგიკური და გარდაუვალია“, – „ბიზნესპრესნიუსთან“ ამის შესახებ საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, მევლუდ მელაძემ განაცხადა.

ცნობისთვის: ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 1 912 866 ავტომობილია რეგისტრირებული. 2025 წლის 1-ლი იანვრის სტატისტიკით, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა 3 704 500 ადამიანს შეადგენს. შესაბამისად, 1.93 ადამიანზე 1 მანქანა მოდის.

შედარებისთვის: ბოლო 10 წელში რეგისტრირებულ ავტომობილთა რაოდენობა დაახლოებით 700 000-ით გაიზარდა – 2015 წელს, როცა საქართველოს მოსახლეობა თითქმის ამდენივე – 3 721 916 ადამიანი იყო, ქვეყანაში რეგისტრირებულ მანქანათა რაოდენობა 1 200 000-ზე ოდნავ მეტს შეადგენდა.

„10 წლის წინ, როცა მანქანების შემცირების საკითხზე მსჯელობა მიდიოდა, მაშინაც ვამბობდი და ახლაც ვიმეორებ: თბილისის ასეთი საგზაო ინფრასტრუქტურის პირობებში, შეუძლებელია, მანქანების რაოდენობა შემცირდეს. ამისთვის გამოსავალი არის მეტროს ხაზების გაფართოება.

ლონდონში, ტოკიოსა თუ სხვა დიდ ქალაქებში, მეტროს ხაზები პრაქტიკულად ყოველ ნაბიჯზეა, რის გამოც ადამიანთა დიდი ნაწილისთვის გადასაადგილებლად მოსახერხებელი და კომფორტულია. თუ თბილისში მანქანების რაოდენობის შემცირება გვინდა, სწორედ მეტრო უნდა გავაფართოვოთ. სხვა შემთხვევაში, როგორც არ უნდა ვებრძოლოთ იმას, რომ მანქანების რაოდენობა არ გაიზარდოს, ვერანაირ შედეგს ვერ მივიღებთ.

ამის უპირველესი მიზეზი ისაა, რომ ადამიანებს მანქანის ყოლა ელემენტარული შემოსავლის მისაღებად სჭირდებათ და აგიხსნით რატომაც: თბილისის საგზაო ინფრასტრუქტურა ისეა მოწყობილი, რომ მაგალითად გლდანიდან ორთაჭალაში, ან პირიქით, სამსახურში სიარული რომ გიწევდეს, მეტროს სათანადოდ ვერ იყენებ, გიწევს 2-3 გადაჯდომა სხვადასხვა ტრანსპორტში და დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად, ყველაზე კარგ შემთხვევაში, რამდენიმე ათეული წუთი გჭირდება, რასაც შესაბამისი დოზით ფიზიკური და გონებრივი დაღლაც ემატება. ცხადია, ეს მხოლოდ გლდანი-ორთაჭალის მარშრუტს არ ეხება და სხვა ბევრი უბნებია, რომელთა დაკავშირებაც მანქანის გარეშე პრაქტიკულად გამორიცხულია.

გარდა ამისა, დღეს იშვიათია ადამიანი, რომელიც მხოლოდ ერთ სამსახურში მუშაობს – უმრავლესობას სჭირდება რამდენიმე სამსახური იმისთვის, რომ მან და მისმა ოჯახმა თავი კომფორტულად იგრძნოს. რამდენიმე სამსახურს კი გადაადგილებისა და მოძრაობის აუცილებლობა ახლავს, შესაბამისად, ქალაქში შექმნილი მოცემულობიდან გამომდინარე, ადამიანებს ურჩევნიათ, ბიუჯეტური და მათთვის სასურველი მანქანა იყიდონ და მსგავსი მარშრუტები მისი გამოყენებით დაფარონ. ეს არც გასაკვირია, არც ალოგიკური და არც დასაძრახი, უბრალოდ, რეალობიდან გამომდინარე გადადგმული ნაბიჯია“, – ამბობს მელაძე.

  „უამრავი დედა მირეკავს შეწუხებული...“ - პედიატრი ინგა მამუჩიშვილი მშობლებს მიმართავს

წყარო

 

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #sheniambebi #აქხარისხია

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.