შაბათი, მაისი 17, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარირჩევებიექიმიშაკიკის პრევენციის ახალი ნაბიჯი – წამალი, რომელიც ტკივილამდე მოქმედებს

შაკიკის პრევენციის ახალი ნაბიჯი – წამალი, რომელიც ტკივილამდე მოქმედებს

პროფესორი გიორგი ფხაკაძე
სპეციალურად www.sheniekimi.ge-სთვის
შაკიკის პრევენციის ახალი ნაბიჯი: წამალი, რომელიც ტკივილამდე მოქმედებს
შაკიკი მხოლოდ ძლიერი თავის ტკივილი არ არის — ეს არის რთული ნევროლოგიური მდგომარეობა, რომელსაც თან ახლავს თავის ტკივილის გარდა ისეთი სიმპტომები, როგორიცაა გულისრევა, სინათლისა და ხმის მიმართ მგრძნობელობა, ტვინის დაბინდვა, კისრის ტკივილი და ხშირ შემთხვევაში ცხოვრების ხარისხის მკვეთრი გაუარესება.
ახალი კვლევის შედეგები
ახალი კვლევამ აჩვენა, რომ ინოვაციური პრეპარატი უბროგეპანტი (Ubrogepant, ბრენდული სახელწოდება Ubrelvy) შეიძლება არამარტო ტკივილის შემსუბუქებისთვის იყოს ეფექტური, არამედ შაკიკის პროდრომალური ეტაპზეც — ანუ იმ სიმპტომებზე, რომლებიც ტკივილის დაწყებამდე ვლინდება (ტვინის დაბინდვა, გულისრევა, კისრის ტკივილი, სინათლის ან ხმის მიმართ მგრძნობელობა).
• პროდრომალური ეტაპზე პრეპარატის მიღების შემდეგ, ტვინის დაბინდვა ერთ საათში მკვეთრად იკლებს.
• სინათლის მიმართ მგრძნობელობა – ორ საათში უმჯობესდება.
• კისრის ტკივილი – სამ საათში იკლებს.
• 24 საათში უფრო ნაკლებია თავბრუსხვევა და ხმაზე მგრძნობელობა.
რას ამბობს მეცნიერება
ადრე მეცნიერები მიიჩნევდნენ, რომ შაკიკი ძირითადად სისხლძარღვების ცვლილებებით იყო გამოწვეული. ახლა კი უფრო და უფრო მკაფიო ხდება, რომ ეს ტვინის პირველადი დისფუნქციაა და სწორედ ამ ფაზაზე მოქმედება შესაძლოა იყოს ეფექტური პრევენციის გზა.
უბროგეპანტი მიეკუთვნება CGRP-რეცეპტორების ანტაგონისტების კლასს — ანუ უშუალოდ აჩერებს იმ ბიოლოგიურ გზებს, რომლებსაც ტვინი იყენებს შაკიკის დასაწყებად.
author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  "ეს საკვები იწვევს პარკინსონის დაავადებას" -ექიმების გაფრთხილება
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი