ოთხშაბათი, მაისი 14, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარითბილისითბილისის „დინამოს“ ისტორიული გამარჯვებიდან 44 წელი გავიდა — თასების მფლობელთა თასის მოგება...

თბილისის „დინამოს“ ისტორიული გამარჯვებიდან 44 წელი გავიდა — თასების მფლობელთა თასის მოგება 1981 წელს

13 მაისი ქართული ფეხბურთის ისტორიაში განსაკუთრებულად აღსანიშნავი თარიღია. სწორედ ამ დღეს, 1981 წელს, თბილისის „დინამომ“ უდიდესი წარმატება მოიპოვა — გახდა უეფას ევროპის თასების მფლობელთა თასის ოცდამეერთე გათამაშების გამარჯვებული.

ფინალური შეხვედრა გაიმართა გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში, სადაც თბილისის “დინამომ” იენას „კარლ ცაისი“ ანგარიშით 2:1 დაამარცხა. პირველი გოლი ვლადიმერ გუცაევმა გაიტანა. გამარჯვების გოლი ვიტალი დარასელიამ გაიტანა, რაც საბოლოოდ დინამოს გამარჯვებას განაპირობებდა.

ეს გამარჯვება დარჩა ერთ-ერთ ყველაზე დიდ წარმატებად ქართული და საბჭოთა სპორტის ისტორიაში. თბილისის “დინამო” გახდა იმ დროისთვის ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი საკლუბო გუნდი.

დღეს, 13 მაისს, ამ ისტორიული გამარჯვებიდან 44 წელი გავიდა.
„დინამოს“ ფანებისთვის და ქართული ფეხბურთის მოყვარულთათვის ეს თარიღი კვლავაც განსაკუთრებული სიამაყის დღეა.

 

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #sheniambebi #აქხარისხია

author avatar
Ani Davidiani
  საჯარო სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები დაიწყო
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი