„რას ურჩევდით დამწყებ მეფუტკრეს, თუ სერიოზულად სურს მოჰკიდოს ამ საქმეს ხელი“…

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

– რას ურჩევდით დამწყებ მეფუტკრეს, თუ სერიოზულად სურს მოჰკიდოს ამ საქმეს ხელი?

– დამწყებ მეფუტკრეს ვურჩევ, მიაკითხოს მეფუტკრეობის საზოგადოებას, სადაც საშუალება ექნება, შეიძინოს ყველა სახის ინვენტარი, ლი­ტერატურა და მიიღოს კონსულტაცია მეფუტკრე­ებისაგან.
– არსებობს თუ არა რაიმე წამალი (როგორც მღრღნელების საწინააღმდეგოდ) ქვეწარმავლების გასანადგურებლად?
– ქვეწარმავლებში თქვენ ალბათ გულისხმობთ გველს, რომელსაც არ ანადგურებენ, ამიტომაც ასეთი საშუალება არ არსებობს. თუ თქვენ ახლომახლო დაიდო ბინა და შეგაშინათ, გოგირდი დააბოლეთ, ის აუცილებლად მოსცილდება იქაურობას.
ცნობისათვის: საქართველოში არსებობს 21 სა­ხე­ობის გველი, რომელთაგან მხო­ლოდ 4 სა­ხე­ობაა შხამიანი: გიურზა და სამი სახეობის გველ­გესლა – კავკასიური, ველის, ცხვირრქოსანა.
თუ მოერიდებით, ფეხს არ დაადგამთ ან სხვანაირად არ გააღიზიანებთ, ადამიანს არ ერჩიან. შხამი მათი თავდაცვის საშუალებაა!

 

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). „რას ურჩევდით დამწყებ მეფუტკრეს, თუ სერიოზულად სურს მოჰკიდოს ამ საქმეს ხელი“…. 8 მაისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/რას-ურჩევდით-დამწყებ-მე/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi