ბოლოკის მარინადი -სეზონის ჰიტი

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

როგორ მოვამზადოთ ბოლოკის მარინადი

ბოლოკის მარინადი გამოირჩევა პიკანტური გემოთი, ის ყველა სიახლის მაძებარ კულინარს მოეწონება. მოსამზადებლად დაგჭირდებათ: ბოლოკი — 500–600 გ. მწვანილი (კამა ან ოხრახუში) — ერთი კონა, ნიორი — 3–4 კბილი, წყალი — 500 მლ, შავი წიწაკის მარცვლები — 6–8 ცალი, დაფნის ფოთოლი — 2 ფოთოლი, შაქარი — 1 ს.კ. მარილი — 1 ს.კ. ძმარი 9% — 3 ს.კ.

ბოლოკი კარგად გარეცხეთ და გაამშრალეთ. დაჭერით თხელ რგოლებად. მწვანილი დაჭერი წვრილად.

გასტერილებულ ქილებში ჩააწყვეთ დაჭრილი ბოლოკი, მწვანილი და დაჭრილი ნიორი.

ქვაბში ჩაასხით წყალი, დაუმატეთ შავი წიწაკა, დაფნის ფოთოლი, შაქარი და მარილი. აადუღეთ და ერთი წუთი ადუღებულ მდგომარეობაში გააჩერეთ.

- Advertisement -
Ad imageAd image

დაუმატე ძმარი და ადუღებული მარინადი ფრთხილად ჩაასხით ბოლოკით სავსე ქილებში.

მჭიდროდ დაახურეთ თავსახურები, ქილები გადმოაბრუნეთ პირქვე და გააჩერეთ გაცივებამდე.

ბოლოკის მარინადი

ბოლოკი მზად იქნება 24 საათში

შესანახად გამოდგება გრილი ადგილი (მაცივარში ან სარდაფში)

- Advertisement -
Ad imageAd image

ძალიან გემრიელია როცა ზემოდან მოასხამთ ცოტა ზეითუნის ზეთს.

შესანიშნავია როგორც საჭმლის გარნირად, ასევე ცივი სახის წასახემსებლად.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #pitskhelauri #აქხარისხია

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). ბოლოკის მარინადი -სეზონის ჰიტი. 8 მაისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ბოლოკის-მარინადი/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi