სანდრო ახმეტელის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება — 9 მაისიდან მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

თბილისის მერიის ინფორმაციით, გლდანის რაიონში სანდრო ახმეტელის ქუჩის (ყოფილი აკაკი ვასაძის) სრული რეაბილიტაცია იწყება. პროექტის ფარგლებში, ქუჩაზე შეიცვლება წყალმომარაგების ქსელი, საგზაო ინფრასტრუქტურა სრულად განახლდება, საჰაერო ელექტროსადენები მიწისქვეშ განთავსდება და მოეწყობა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ზოლი, ზებრა გადასასვლელები, საპარკინგე სივრცეები და განახლდება სკვერები.

აღნიშნულთან დაკავშირებით, 9 მაისის 10:00 საათიდან, ქუჩაზე ტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდება. კერძო ავტომობილები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილებას შეძლებენ გზის ერთ ზოლში ორმხრივად. ღამის საათებში (00:30-დან 06:00-მდე) მოძრაობა პერიოდულად შეიზღუდება ქუჩის სხვადასხვა მონაკვეთში.

დასაშვები იქნება გადაადგილება შიდასაუბნო გზებით, ფორე მოსულიშვილისა და ქერჩის ქუჩების მეშვეობით, ასევე — შემოვლითი გზებით.

თბილისის მერია მოსახლეობას ბოდიშს უხდის დროებითი დისკომფორტისთვის და აცხადებს, რომ პროექტის მიზანია უსაფრთხო, თანამედროვე და განახლებული ინფრასტრუქტურის შექმნა.

- Advertisement -
Ad imageAd image

 

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #sheniambebi #აქხარისხია

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). სანდრო ახმეტელის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება — 9 მაისიდან მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. 8 მაისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/სანდრო-ახმეტელის-ქუჩის-რ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi