ხუთშაბათი, აპრილი 23, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაგიორგი კეკელიძე მამა გახდა - „დღეს კეკე კეკელიძე დაიბადა“

გიორგი კეკელიძე მამა გახდა – „დღეს კეკე კეკელიძე დაიბადა“

გიორგი კეკელიძე მამა გახდა. 

„დღეს კეკე კეკელიძე დაიბადა. მე იქ ვიდექი, სადაც მარიამი იწვა. თვალები დახუჭული მქონდა და შეიძლება ვლოცულობდი. შეიძლება, რადგან არის ლოცვა, რომელიც არ გახსოვს, რადგან ამ ლოცვას სხეულად სიტყვები არ აქვს და ეს არის ყველაზე დიდი და ძლიერი ლოცვა. ლოცვა ღელვისას. თვალი რომ გავახილე, მამაჩემმა სიგარეტი გამომიწოდა. გამიკვირდა – რა უნდოდა აქ, მკაცრი წესებით მოცულ ოთახში სიგარეტს. სიგარეტი გამიკვირდა. მამაჩემი რომ იყო – არა. „მე ხომ არ ვეწევი“ – ვუთხარი მამაჩემს და მამაჩემმა მითხრა – „აღარც მე.

გადააგდე.”,,მაგრამ შენ ხომ…” – და აღარ გამაგრძელებინა. პირზე თითი მომადო. მერე გაიღიმა და გავიდა. გუშინ მისი დაბადების დღე იყო. დღეს კეკესია. მამაჩემი ათი წლის წინ გარდაიცვალა. მამაჩემს სიგარეტი უყვარდა. კი არ უყვარდა, სულ სევდით იყო და ღელვით და ამით ცდილობდა მოკვლას. და მგონი იქაც ეწეოდა. დღეს გაცოცხლდა და სიგარეტი გადააგდო. რადგან კეკე დაიბადა. ჰოდა, გულისცემა, რომელიც აქამდე გვესმოდა – დავინახეთ. და ჩვენ, მარიამმა და მე, კეკეს დავახვედრეთ ფიქრი, სადაც ასე წერია: ვიცით, რომ სიცოცხლე, რომელიც ჩვენგან მოგეცა, არის მეტწილად უსამართლო და დედამიწა, დიდწილად, უგვანი ფიქრების ასპარეზი. ვიცით, რომ იმ წლებში, რომელიც დღეიდან აითვლება, აუცილებლად დაგხვდება ტკივილი, დარდი, შური, ცილისწამება და ღალატი და ყველა ეგ ტკივილი წინასწარ გვტკივა და ყველა ეგ დარდი ჩვენიცაა წინასწარვე. ამის გამო პასუხისმგებელი ვართ. მაგრამ რადგანაც, ჯერ კიდევ არსებობს სიკეთე, სინანული, მიტევება, თანაგრძნობა და სიხარული და ამის გამოც ვართ პასუხისმგებელი, ვეცდებით, რომ გასწავლოთ, რაც გვინახავს და გამოგვიცდია, რაც შეგვშლია ან ამ წუთისოფელს შეშლია ჩვენთან, რათა მცირე მეხამრიდად მაინც გამოვდგეთ და ისე გაიარო ადამიანად ყოფნის მისტერია, რომ იცოდე – ადამიანი არის ცოდვა, რომელსაც ჩაიდენს და მოინანიებს. მეტი არაფერი. ან ამაზე მეტი რა უნდა იყოს? ეს არის მთავარი ძალა, რითაც ღმერთს ემსგავსება. დაუშვი შეცდომები. იტირე. იცინე. იგრძენი დარდი და შეადარე სიხარულს. იგრძენი სიხარული და დარდს შეადარე. იყავი ადამიანი. ჩვენ შენ გვიყვარხარ“, – წერს გიორგი კეკელიძე.

  „დღეს რომ ამერიკიდან სამუშაო ვიზა მიიღოს ჯანღონით სავსე ქართველმა, ნეტავ როგორ მოიქცევა? - ალბათ 90 პროცენტი ეცდება წასვლას“
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.