თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ავიაკომპანია გამოჩნდა — უზბეკურმა Fly Khiva-მ ტაშკენტი-თბილისი-ტაშკენტის საჰაერო ხაზზე პირველი მგზავრები უკვე ჩამოიყვანა.
ავიარეისები კვირაში ორჯერ, ოთხშაბათსა და შაბათს შესრულდება Boeing 757-300 ტიპის კომფორტული თვითმფრინავით, რომელიც ბიზნეს კლასის 22 და ეკონომ კლასის 203 მგზავრზეა გათვლილი. თბილისის აეროპორტს ოპერირებას კომპანია “ტავ ჯორჯია” უწევს.
Fly Khiva-მ ოპერირება 2023 წელს სატვირთო რეისებით დაიწყო, ხოლო 2024 წლის დეკემბრიდან სამგზავრო ავიამიმოსვლაც დაამატა. საქართველო ერთ-ერთი პირველი მიმართულებაა, სადაც კომპანია სამგზავრო ფრენებს ახორციელებს.
ახალი რეისები ხელს შეუწყობს საქართველო-უზბეკეთს შორის ტურისტული, სავაჭრო და კულტურული კავშირების გაღრმავებას, განსაკუთრებით გაზრდილი ინტერესის ფონზე ცენტრალური აზიიდან კავკასიის რეგიონისადმი.
ტავ ჯორჯიას ინფორმაციით, 2025 წლის ივნისიდან Fly Khiva ასევე დაიწყებს ფრენებს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტშიც. ტაშკენტი-ბათუმი-ტაშკენტის მიმართულებით რეისები ხუთშაბათსა და კვირას შესრულდება.
2025 წელს საქართველოს აეროპორტებს სულ 10 ახალი ავიაკომპანია ემატება — მათ შორის 8 თბილისს და 2 ბათუმს. ეს ზრდა კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს საჰაერო კავშირის მნიშვნელობას რეგიონის მასშტაბით.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #sheniambebi #აქხარისხია