შაბათი, მაისი 17, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარითბილისითბილისში მშენებლობის ბუმი გრძელდება — ნახეთ, რამდენ კვადრატზე გაიცა ნებართვა 2025 წლის...

თბილისში მშენებლობის ბუმი გრძელდება — ნახეთ, რამდენ კვადრატზე გაიცა ნებართვა 2025 წლის I კვარტალში

2025 წლის იანვარ-მარტში, თბილისში ჯამში 1,228,134 კვ.მ-ზე გაიცა მშენებლობის ნებართვები — რაც ქვეყნის მასშტაბით გაცემული ნებართვების 47.4%-ს შეადგენს. ინფორმაცია საქსტატის ოფიციალურ მონაცემებს ეყრდნობა.

საქართველოში მშენებლობის საერთო სურათი იანვარ-მარტის მონაცემებით:

  • გაცემულია 2,358 ნებართვა — რაც 5.4%-ით ნაკლებია წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით
  • თუმცა სამშენებლო ფართობი გაიზარდა და შეადგინა 2,591,000 კვ.მ — რაც 11.9%-ით მეტიაგასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე

სამშენებლო ნებართვების 75.5% მოდის მხოლოდ ოთხ რეგიონზე:

  • თბილისი — 47.4%
  • ქვემო ქართლი — 12.9%
  • მცხეთა-მთიანეთი — 8%
  • კახეთი — 7.2%

თბილისში გაცემული ნებართვები მოიცავს როგორც ახალი მშენებლობების, ასევე რეკონსტრუქციის პროექტებს.

შენობა-ნაგებობების ტიპები:

  • მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები
  • სავაჭრო ცენტრები
  • სასტუმროები
  • სამრეწველო და აგრობიზნეს ობიექტები
  • ადმინისტრაციული და კომერციული შენობები

მიუხედავად ნებართვების რაოდენობის მცირე კლებისა, თბილისი ლიდერობს მშენებლობის მოცულობით, რაც მიანიშნებს მშენებლობის ბაზარზე ინტერესის სტაბილურ შენარჩუნებაზე, განსაკუთრებით მრავალფუნქციური და საცხოვრებელი კომპლექსების მიმართულებით.

 

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #sheniambebi #აქხარისხია

author avatar
Ani Davidiani
  "ახალგაზრდას ჰგონია, უსაფრთხო ნარკოტიკს ყიდულობს. მასში შეიძლება ისეთი ნივთიერება იყოს დამატებული, რომ უეცარი სიკვდილი, კომა, ჰალუცინაციები, ფსიქიკის შეცვლა გამოიწვიოს"
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი