შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისიახლეებიკახეთში ახალი დაცული ტერიტორია იქმნება

კახეთში ახალი დაცული ტერიტორია იქმნება

კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში 21 000 ჰექტარზე შესაძლოა, ახალი დაცული ტერიტორია შეიქმნას

კახეთში, კერძოდ გურჯაანის მუნიციპალიტეტში ახალი დაცული ტერიტორიების შექმნის შესაძლებლობების შეფასება იწყება“, – ამის შესახებ დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

კერძოდ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლებმა, გურჯაანის მუნიციპალიტეტში გამართულ შეხვედრაზე, დაცული ტერიტორიების დაარსების საკითხი განიხილეს.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის ინიციატივით, დაახლოებით 21 000 ჰექტარზე კვლევითი სამუშაოების განხორციელება იწყება. სპეციალურად შექმნილი სამუშაო ჯგუფის ჩართულობით, საველე სამუშაოები დაახლოებით 7 თვის განმავლობაში გაგრძელდება. აღნიშნული სამუშაოები მიზნად ისახავს ზუსტად შეფასდეს ადგილობრივი ბიომრავალფეროვნება, ლანდშაფტი და სხვა ბუნებრივი ფასეულობები, რათა კახეთის რეგიონში, დამატებით, ახალი დაცული ტერიტორიების დაარსების შესაძლებლობები განისაზღვროს.

დაცული ტერიტორიების შექმნა ხელს შეუწყობს ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას, რეგიონში ეკოტურიზმის განვითარებას, საერთაშორისო დონეზე მის პოპულარიზაციას, ასევე, ადგილობრივ მოსახლეობას დამატებითი ეკონომიკური სარგებლის მიღების შესაძლებლობას მისცემს.

დაცული ტერიტორია

2025 წლის მდგომარეობით, საქართველოს დაცული ტერიტორიების საერთო ფართობი 927 748 ჰექტარს შეადგენს, რაც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის დაახლოებით 13.3%-ია. დღეისათვის, საქართველოში 6 სხვადასხვა კატეგორიის 100 დაცული ტერიტორიაა.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #pitskhelauri #აქხარისხია

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

  „მედცენტრის მისიაა – ონკოლოგიურ დაავადებებთან ბრძოლა და სიცოცხლის გადარჩენა ყოველდღე!“
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი