იცოდით, რატომ სძინავთ სპილოებს დღე–ღამეში მხოლოდ ორი საათი, ვეფხვებს კი – 18

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

ძილი ბოლომდე შესწავლილი არ არის. თუმცა, მეცნიერები უკვე მიუახლოვდნენ ამ ფენომენის საიდუმლოს ამოხსნას და მალე უფრო მეტი გვეცოდინება მის შესახებ – ბოლოს და ბოლოს, სიცოცხლის 1/3 ხომ ძილში ვატარებთ?

ყველა ძუძუმწოვარს ესაჭიროება ძილი. მაგრამ მასზე, ყველა სახეობას, განსხვავებული მოთხოვნილებები აქვს.

მაგ., სპილოები დღე–ღამეში მხოლოდ 2 საათს იძინებენ და ეს მინიმალური დრო არის ძუძუმწოვრებს შორის.

ვეშაპებს კი, იმდენივე სძინავთ, რამდენიც ჩვენ – 8–9 სთ. დღე–ღამეში.

სპილოების გარდა, ცოტა სძინავთ ცხენებსაც – 2, 5 სთ. დღე–ღამეში.

მტაცებლებს უფრო დიდხანს სძინავთ, ვიდრე ბალახისმჭამელებს. მაგ., ვეფხვებს, საშუალოდ, 18 სთ. სძინავთ, ლომს – უფრო მეტი.

რატომ სძინავთ ბალახისმჭამელებს, მტაცებლებზე ნაკლები?

– იმიტომ, რომ მათ უფრო მეტად სჭირდებათ სიფხიზლე, რათა თავი დააღწიონ ამ მტაცებლებს… და ეს თვისება მათ, ევოლუციის პროცესში განავითარეს. მტაცებლებს კი, იმიტომ სძინავთ ამდენი, რომ ნადავლზე თავდასხმის წინ, ძალები უნდა აღიდგინონ.

* ადამიანს, და საერთოდ, ყველა ცოცხალ არსებას, იმისთვის რომ იცოცხლოს, ჟანგბადთან, წყალთან და საკვებთან ერთად, ძილიც ესაჭიროება. ძილი, ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის და კეთილდღეობის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. ჩვენ ცხოვრების მესამედს ძილზე ვხარჯავთ და «ჯანმრთელი ძილის» მდგომარეობა, მნიშვნელოვანი საკითხია, მთელი ჩვენი ცხოვრების მანძილზე.

ის, რომ კარგად გამოძინება ძალიან მნიშვნელოვანია, ყველასთვის კარგად არის ცნობილი, მაგრამ ცოტასთვის თუ არის, 8 საათიანი ძილი პრიორიტეტული. სწორედ ეს არის რეკომენდებული დრო ზრდასრული ადამიანისთვის. ბავშვებს, 18 წლამდე უფრო მეტი უნდა ეძინოთ, ხოლო მოხუცებს – უფრო ნაკლები.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). იცოდით, რატომ სძინავთ სპილოებს დღე–ღამეში მხოლოდ ორი საათი, ვეფხვებს კი – 18. 2 მაისი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/იცოდით-რატომ-სძინავთ-სპი/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi