პრეზიდენტი ტრამპი ცდილობს, გაგვტეხოს, რათა ამერიკამ შეძლოს ჩვენი დაპატრონება, ეს არასოდეს მოხდება -კანადის პრემიერ-მინისტრი

ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

​კანადაში საყოველთაო ვადამდელ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა და ლიბერალური პარტიის წარმომადგენელმა, მარკ კარნიმ მხარდაჭერებს მიმართა. კარნის თქმით, ის იმუშავებს ყველა პარტიასთან.

„თავმდაბლობა ასევე გულისხმობს იმის აღიარებას, რომ მთავრობის ერთ-ერთი პასუხისმგებლობაა, მოემზადოს უარესისთვის“, – უთხრა კარნიმ მხარდაჭერებს.

პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა აშშ-ისა და კანადის ურთიერთობებზე. მისი თქმით, უკვე თვეებია, აფრთხილებს მოსახლეობას, რომ აშშ-ს კანადელების მიწა, რესურსები და ქვეყანა სურს.

„პრეზიდენტი ტრამპი ცდილობს, გაგვტეხოს, რათა ამერიკამ შეძლოს ჩვენი დაპატრონება, ეს არასოდეს, არასოდეს მოხდება“, – განაცხადა კარნიმ.

- Advertisement -
Ad imageAd image

ამასთან, კანადის პრემიერმა აღნიშნა, რომ კანადა ახლა ისტორიის გარდამტეხ მომენტში აღმოჩნდა, ხოლო აშშ-ს თუ აღარ სურს, იყოს მსოფლიო ლიდერობის წინა ხაზზე, მაშინ კანადა იქნება.

„ჩვენი ძველი ურთიერთობა აშშ-სთან ახლა დასრულდა. ჩვენ გადავლახეთ ამერიკის ღალატისგან მიღებული შოკი, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ერთმანეთზე“, – განაცხადა კარნიმ.

კანადის პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ უახლოეს დღეებში გეგმავს დონალდ ტრამოპთან საუბარს, რათა განიხილონ ორი სუვერენული და დამოუკიდებელი ერის მომავალი.

შეგახსენებთ, კანადაში საყოველთაო ვადამდელ არჩევნებში მოქმედი პრემიერ-მინისტრის, მარკ კარნის „ლიბერალურმა პარტიამ” გაიმარჯვა.მან თემთა პალატაში 167 ადგილი მოიპოვა, თუმცა ამჟამად უმრავლესობისთვის საჭირო 172 ადგილია. კარნის მთავარ კონკურენტად, პიერ პოლიეფის ხელმძღვანელობით, ოპოზიციური „კონსერვატიული პარტია“ განიხილებოდა, რომელიც წლის დასაწყისში ჩატარებულ გამოკითხვებში ლიდერობდა, თუმცა „ლიბერალური პარტია“ ამჟამად არჩევნებში გამარჯვების მთავარ ფავორიტად ითვლება.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). პრეზიდენტი ტრამპი ცდილობს, გაგვტეხოს, რათა ამერიკამ შეძლოს ჩვენი დაპატრონება, ეს არასოდეს მოხდება -კანადის პრემიერ-მინისტრი. 29 აპრილი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ტრამპი/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Operator onlayn chata na mezhdunarodnoy platforme

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: RabotaGo
Operator onlayn chata na mezhdunarodnoy platforme

საქართველო (მთელი ქვეყანა) · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: RabotaGo
Офис-менеджер

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Администратор

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-26T15:12:02+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi