შაბათი, მაისი 17, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარითბილისითბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია ნარჩენებისგან იწმინდება

თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია ნარჩენებისგან იწმინდება

თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მასშტაბური დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს. ტერიტორია, რომელიც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით დაბინძურებული იყო, „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლების მიერ ეტაპობრივად მშენებლობისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენისგან იწმინდება.

სამუშაოების ფარგლებში, ზღვის მიმდებარე ზონა სპეციალური ტექნიკის დახმარებით მოწმენდილია უკანონოდ დაყრილი სამშენებლო ნაგვისგან. პროცესი კომპლექსურად მიმდინარეობს და მოიცავს ნარჩენების შეგროვებას, გატანასა და ტერიტორიის სარეაბილიტაციო სამუშაოების მომზადებას.

დასუფთავების პროცესს ადგილზე გაეცნო „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი, რომელიც თანამშრომლებთან ერთად შეაფასა არსებული მდგომარეობა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. როგორც დირექტორი ამბობს, მსგავსი მასშტაბური აქციები სხვადასხვა ლოკაციაზეც გაგრძელდება.

 

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #sheniambebi #აქხარისხია

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამაზე 4000-ზე მეტი სტუდენტი დარეგისტრირდა
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი