ხუთშაბათი, აპრილი 24, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარირჩევებიორაგული ნაღებში - დაამშვენებს თქვენს სადღესასწაულო სუფრას

ორაგული ნაღებში – დაამშვენებს თქვენს სადღესასწაულო სუფრას

სადღესასწაულო სუფრის ნამდვილი მშვენებაა… სასწაული გემო აქვს!” – ორაგული ნაღებში

ორაგული ნაღებში ძალიან გემრიელი კერძია. გთავაზობთ რეცეპტს.

დაგჭირდებათ: ორაგულის ფილე – 4 ცალი, ბატატი ან გოგრა – 180 გ. ისპანახი – 400 გ. ხახვი შალოტი – 2 ცალი, წვრილად დაჭრილი. ნიორი – 1 კბილი, წვრილად დაჭრილი. მოხალული კედრის თესლი – 50 გ. ლიმონი – 1 ცალი. ნაღები – 250 მლ. მასკარპონე – 50 გ. მარილი. პილპილი, მუსკატის კაკალი, ზეთი.

ორაგული ნაღებში

მომზადების წესი: 2-3 ს.კ. ზეთი გავაცხელოთ ტაფაში და მოვშუშოთ ხახვი, მოვაყაროთ მწიკვი მარილი.დავუმატოთ გოგრა ან ბატატი და ნიორი. 2 წუთში დავუმატოთ ისპანახის ფოთლები. როცა ფოთლები მოიწალება, მოვაყაროთ მუსკატის კაკალი, მარილი და პილპილი, შემდეგ შევურიოთ ნაღები და მასკარპონე, როცა წამოდუღდება, საცხობ ფორმაში გადავიტანოთ. ძირში ჩავაწყოთ თხლად დაჭრილი ლიმონი, ზედ დავალაგოთ ორაგულის ნაჭრები და 20 წუთით შევდგათ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #pitskhelauri #აქხარისხია

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

author avatar
Tamar Pitskhelauri
  „ამ შემთხვევაში თავის ტვინის ყოველი ნეირონი ვითარდება” - ექიმის რჩევა მშობლებს
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი