ოთხშაბათი, აპრილი 23, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარითბილისიზურაბ წერეთელს დიდუბის პანთეონში, მეუღლის გვერდით დაკრძალავენ

ზურაბ წერეთელს დიდუბის პანთეონში, მეუღლის გვერდით დაკრძალავენ

ცნობილ ქართველ მოქანდაკეს, ზურაბ წერეთელს თბილისში, დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ, ინფორმაციას მისი ოჯახი ადასტურებს. როგორც წერეთლის შვილიშვილმა, ვალის წერეთელმა განაცხადა, ხელოვანს მეუღლის, ინესა ანდრონიკაშვილის გვერდით დაასაფლავებენ.

მოქანდაკის ოჯახი ასევე ავრცელებს ინფორმაციას გამოსამშვიდობებელი ცერემონიის შესახებ. ზურაბ წერეთელთან დამშვიდობება 24 აპრილს, მოსკოვის მაცხოვრის საკათედრო ტაძარში გაიმართება.

ზურაბ წერეთელი 22 აპრილს, 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული მხატვარი და მოქანდაკე იყო.

ზურაბ წერეთელი 1934 წლის 4 იანვარს თბილისში დაიბადა. 1958 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი, რის შემდეგაც მისი კარიერა მკვეთრად განვითარდა.

1979 წელს მიენიჭა საქართველოს სახალხო მხატვრის, ხოლო 1980 წელს — საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვრის წოდება.
2002 წელს კი თბილისის საპატიო მოქალაქედ დასახელდა.

წერეთლის ხელოვნებამ კვალი დატოვა მსოფლიოს არაერთ ქალაქში, ხოლო თბილისში მისი ნამუშევრები დღემდე მნიშვნელოვან კულტურულ სიმბოლოებად ითვლება — მათ შორის, წმინდა გიორგის მონუმენტი თავისუფლების მოედანზე.

ბოლო წლები ზურაბ წერეთელი რუსეთში მოღვაწეობდა, თუმცა საქართველოსთან კავშირი არასდროს გაუწყვეტია.

author avatar
Ani Davidiani
  ნახეთ, ქუჩების ჩამონათვალი, სადაც დღეს შუქი გაითიშება
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი