სამშაბათი, მაისი 5, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისოციალური თემებიბიზნესიდუბაის შოკოლადმა მსოფლიოში ფსტის დეფიციტი და გაძვირება გამოიწვია - რამდენით გაუძვირდა პროდუქტი...

დუბაის შოკოლადმა მსოფლიოში ფსტის დეფიციტი და გაძვირება გამოიწვია – რამდენით გაუძვირდა პროდუქტი საქართველოს?

დუბაის შოკოლადზე მოთხოვნის მკვეთრმა ზრდამ, ფსტის მიწოდების გლობალური შეფერხება გამოიწვია. მიწოდების პრობლემამ, თავის მხრივ, მსოფლიო ბაზრებზე ფსტის დეფიციტსა და ფასების ზრდას შეუწყო ხელი.

გამოცემა Financial Times-ი წერს, რომ 1 ფუნტი (დაახლოებით 453 გრამი) ფსტა გასულ წელს 7.65 დოლარი ღირდა, წელს კი ფასი 10.30 დოლარამდეა გაზრდილი. ეს კი პრობლემურია განსაკუთრებით მაშინ, როცა დუბაის შოკოლადი სხვა შოკოლადებთან შედარებით, ორჯერ ძვირია. მაგალითად, გამოცემა წერს, რომ ბრიტანეთში 145 გრამი დუბაის შოკოლადის ფილის ფასი 10 გირვანქა სტერლინგს შეადგენს.

ფსტაზე გლობალური დეფიციტია

მსოფლიოში ფსტის უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყნები ამერიკის შეერთებული შტატები და ირანი არიან. Financial Times-ი აღნიშნავს, რომ გასულ წელს ფსტის გლობალური მოსავალი მცირე იყო, რადგან ნომერ პირველმა მწარმოებელმა – აშშ-მა შედარებით ცოტა მოსავალი მიიღო.

გამოცემის ცნობით, მეორე უმსხვილესმა ექსპორტიორმა ირანმა 2025 წელს არაბთა გაერთიანებულ საემიროებში იმაზე 40%-ით მეტი ფსტის ექსპორტი განახორციელა, ვიდრე სრული 2024 წლის განმავლობაში.

იმ ფონზე, რომ მოთხოვნა იზრდება, ფსტის მიწოდება კი შეფერხებით მიმდინარეობს, კალიფორნიაში ფერმერების ნაწილი ნუშის წარმოებიდან ფსტის წარმოებაზე გადაერთო. ამას ხელი შეუწყო იმანაც, რომ ნუშის ფასები ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად დაეცა.

ფსტის იმპორტი გაუძვირდა საქართველოსაც

საქართველოში ფსტის იმპორტი გაორმაგდა. საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-თებერვალში იმპორტირებულია 729 ტონა ფსტა, რომლის ღირებულებამაც 5.19 მილიონ დოლარს გადააჭარბა. ეს კი მაშინ, როცა გასული წლის იმავე პერიოდში იმპორტზე შემოვიდა 306 ტონა ფსტა ჯამში 978 ათას დოლარზე მეტი ღირებულების.

აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს ფსტის იმპორტი 123%-ით გაუძვირდა. უფრო კონკრეტულად, 2024 წლის იანვარ-თებერვალში თუ ქვეყანას 1 კგ-ის იმპორტი გადასახადების გარეშე საშუალოდ 3.19 დოლარი უჯდებოდა, წელს საანგარიშო პერიოდში ფასი 7.11 დოლარამდეა გაზრდილი.

საქართველოც ფსტის უდიდეს ნაწილს ამერიკიდან, თურქეთიდან და ირანიდან ყიდულობს. კერძოდ, 2025 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემები ასე გამოყურება:

  • აშშ – 3.94 მლნ დოლარის 512 ტონა;
  • თურქეთი – 1.15 მლნ დოლარის 121 ტონა;
  • ირანი – 91.6 ათასი დოლარის 96 ტონა.
  ჯეჯილი დიზაინში - ტრადიცია, სიმწვანე და თანამედროვეობა ერთ სივრცეში

წყარო

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.