შაბათი, აპრილი 19, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისოციალური თემებიბიზნესითბილისში ბინები გაიაფდა თუ გაძვირდა? - ნახეთ უახლესი ინფორმაცია

თბილისში ბინები გაიაფდა თუ გაძვირდა? – ნახეთ უახლესი ინფორმაცია

მარტში თბილისში 3,064 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა, რაც გასულ წელთან შედარებით ტრანზაქციების 1.5%-იან შემცირებას ნიშნავს. ამის შესახებ Colliers Georgia-ს მიერ გამოქვეყნებულ საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვაშია საუბარი.

მიუხედავად მცირე კლებისა, ბაზრის საერთო მოცულობა მაინც გაიზარდა და 243 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია, რაც წლიურ ჭრილში 16.7%-იანი ზრდაა. როგორც მიმოხილვაშია აღნიშნული, ბაზრის ზრდას ახალაშენებულ ბინებზე მოთხოვნის მატება განაპირობებს, მაშინ როცა ძველ პროექტებში კლების ტენდენცია გაგრძელდა — წლიურად ტრანზაქციების მაჩვენებელი ამ სეგმენტში 15.5%-ით არის შემცირებული.

ახალ პროექტებში, როგორც პირველადი, ისე მეორეული ბაზრის მიმართულებით, 4.2%-იანი ზრდაა დაფიქსირებული. Colliers-ის მონაცემებით, დეველოპერები ხშირად აგვიანებენ პირველადი გაყიდვების რეგისტრაციას, რაც ართულებს სრული სურათის დანახვას, თუმცა ფასების ზრდის ტენდენცია აშკარაა.

ფასები მარტის მდგომარეობით:

  • ძველი ბინები:
    • ფართო ცენტრში ფასებმა 11.6%-ით მოიმატა
    • გარეუბნებში — 10.2%-ით
    • ცენტრში — 0.5%-ით
  • ახალაშენებული ბინები:
    • ფართო ცენტრში ფასები 27.7%-ით გაიზარდა
    • ქალაქის ცენტრში — 21%-ით
    • გარეუბანში — 7.3%-ით
    • ახალაშენებული ბინების მეორეულ ბაზარზე საშუალო ფასი გაიზარდა 11.6%-ით

Colliers Georgia აღნიშნავს, რომ ფასების ზრდის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი სწორედ პირველადი ბაზარია, თუმცა ამ ბაზრის არაერთგვაროვანი რეგისტრაციის გამო არსებული მაჩვენებლები რეალურ სურათს სრულად არ ასახავს.

 

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #sheniambebi #აქხარისხია

author avatar
Ani Davidiani
  რესპუბლიკის მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი