შაბათი, აპრილი 19, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარირჩევებირატომ არ შეიძლება ძველი, გაცვეთილი ფეხსაცმლის სახლში შენახვა

რატომ არ შეიძლება ძველი, გაცვეთილი ფეხსაცმლის სახლში შენახვა

რატომ არ შეიძლება სხვისი ფეხსაცმლის ჩაცმა და ტარება? – ხალხურ გამოცემებში ძალიან ბევრი საინტერესო მინიშნებაა ცნობილი ამასთან დაკავშირებით. ძველი ფეხსაცმლის არც სახლში დატოვება ვარგა და არც სანაგვეზე გადაგდება; ათასი უბედურებისა და ბოროტების გადაცემა ხდება სწორედ ფეხსაცმლის საშუალებით – გვაფრთხილებს ხალხური სიბრძნე და იმასაც გვასწავლის, თავიდან როგორ ავიცილოთ მოსალოდნელი საფრთხე. ამ ყველაფერზე კი გვესაუბრება ეზოთერიკოსი, ბატონი ლადო ბ.

– დღეს ფრიად გავრცელებული და აქტუალური მოვლენაა სოციალური ქსელებით სხვადასხვა ნივთის ყიდვა-გაყიდვა. მათ შორის, ფეხსაცმელსაც უამრავი ადამიანი ყიდის ამა თუ იმ საიტის საშუალებით. შესაბამისად, მყიდველიც ბევრია. გასაგებია, რომ ეკონომიკური თვალსაზრისით ეს მოგებიანია, მაგრამ როგორც ამბობენ, „ძუნწი ორჯერ იხდის“. შეიძლება, ასე ფინანსური სარგებელი კი ნახოთ, მაგრამ ხალხურ სიბრძნეს თუ ყურს დაუგდებთ, ფეხსაცმელთან დაკავშირებული ბევრი მინიშნება სულ სხვა რამეზე გვაფრთხილებს.
– რა საფრთხეს გვიქმნის ფეხსაცმელი?

– გაცვეთილ, დახეულ და ძირგავარდნილ ფეხსაცმელს ჩვენი წინაპრები სახლში არავითარ შემთხვევაში არ იტოვებდნენ, რადგან ხალხური მინიშნებების მიხედვით, ამას აუცილებლად მოჰყვებოდა დაავადებები და დანაკარგი. თუმცა, პირადი ნივთის სანაგვეზე გადაყრა, რომელიც მრავალი თვის განმავლობაში ერთგულად ემსახურა პატრონს, სახიფათოა: არავინ იცის, ვინ აიღებს და რა მიზნით გამოიყენებს. ამიტომ ძველი ფეხსაცმლისა და ჩუსტების თავიდან მოსაშორებლად რიტუალთა მთელი ნაკრები არსებობს. ნახმარ ფეხსაცმელს ღუმელში ან უკაცრიელ ადგილას ცეცხლში ყრიან, თან ხმამაღლა წარმოთქვამენ: „ცეცხლო, იგიზგიზე და ყველაფერი თან წაიღე“. ასე, პოტენციურად საშიშ ნივთს მტრის ხელში ჩავარდნის საფრთხე აღარ ემუქრება. ანდა, ფეხსაცმელი საგულდაგულოდ უნდა გარეცხოთ და თან, წყალს შეევედროთ: ნივთის პატრონის სული ჩამოერეცხოს: „ჩემი იყო, ახლა არავისია“. ნივთს თუ პატრონი არ ჰყავს, არც მისი გადაგდებაა საშიში. სუფთა წყალში გარეცხილი ფეხსაცმელი და ჩექმა კი, თუ წესიერად გამოიყურება, მიზანშეწონილიც კია, მას მისცეთ, ვისაც სჭირდება. ასეთი გამონათქვამიც კი არსებობს: თუ ადამიანს ცხოვრების განმავლობაში ერთი წყვილი ფეხსაცმელიც კი არავისთვის უჩუქებია, მისი სული იმქვეყნად სულ ფეხშიშველი ივლისო. ასევე, მარილის საშუალებითაც შეიძლება ფეხსაცმლის ყოფილ მფლობელთან ყოველგვარი კავშირის გაწყვეტა. ამიტომ, თუ ხშირად გააჩუქებთ ტანსაცმელს ან ფეხსაცმელს, გაცემამდე აუცილებლად მარილში ჩააწყვეთ და მერე დაფერთხეთ… სრულად

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  სამზადისი ახალი სასწავლო წლისთვის: ადაპტაცია სტრესის გარეშე
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი