საქართველოს ავიაბაზარს კიდევ ერთი ევროპული ავიაკომპანია შემოემატა — Transavia France-მა თბილისი–პარიზის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული ფრენები დაიწყო. პირველი რეისი 12 აპრილს შესრულდა და პარიზის ორლის აეროპორტიდან თბილისში 163 მგზავრი ჩამოფრინდა.
ავიაკომპანია პარიზი–თბილისი–პარიზის რეისებს კვირაში ორჯერ, A320 ტიპის საჰაერო ხომალდით შეასრულებს. ფრენები განხორციელდება პარიზის ორლის აეროპორტიდან, რომელიც Transavia France-ის ძირითადი ოპერაციული ბაზაა.
Transavia France — ფრანგული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა, რომელიც 2006 წელს დაფუძნდა და შედის Air France-KLM ჯგუფის შემადგენლობაში. მისი სამგზავრო მიმართულებები ძირითადად მოიცავს ევროპის, ხმელთაშუა ზღვის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის პოპულარულ ქალაქებს.
მგზავრებს უკვე შეუძლიათ ბილეთების შეძენა Transavia France-ის ოფიციალურ ვებგვერდზე. ავიაკომპანია პოზიციონირებს როგორც ხელმისაწვდომი ფასების და ხარისხიანი მომსახურების კომბინაცია, რაც მნიშვნელოვან ალტერნატივას ქმნის პარიზის მიმართულებით მიმავალი მგზავრებისთვის.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani#sheniambebi #აქხარისხია