თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კიდევ ერთმა ევროპულმა ავიაკომპანიამ დაიწყო ოპერირება — შვეიცარიულმა Edelweiss-მა ციურიხი–თბილისი–ციურიხის მიმართულებით პირველი პირდაპირი რეისი უკვე შეასრულა. როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანება აცხადებს, პირველი ფრენით თბილისში 151 მგზავრი ჩამოვიდა.
Edelweiss ციურიხი–თბილისი–ციურიხის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ ფრენებს კვირაში ორჯერ შეასრულებს. მგზავრებს მოემსახურება Airbus A320 ტიპის საჰაერო ხომალდი.
ავიაკომპანიის ვებ-გვერდის მიხედვით, ბილეთის ფასი ერთ გზაზე 307 ევროდან იწყება და სატარიფო კლასის მიხედვით 406 ევრომდე აღწევს. ბილეთების შეძენა შესაძლებელია როგორც Edelweiss-ის, ასევე Swiss International Airlines-ის ოფიციალურ საიტებზე.
Edelweiss შვეიცარიული ავიაკომპანიაა, რომელიც Swiss International Airlines-ის შვილობილია და ოპერირებს Lufthansa-ს ჯგუფის ფარგლებში. კომპანია ბაზირებულია ციურიხში და ასრულებს რეისებს 90-ზე მეტ საერთაშორისო მიმართულებაზე.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani#sheniambebi #აქხარისხია