შაბათი, აპრილი 19, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებარას უნდა მივაქციოთ ყურადღება კვერცხის არჩევის დროს?! რა გავითვალისწონოთ ენდროს შეძენისას?!

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება კვერცხის არჩევის დროს?! რა გავითვალისწონოთ ენდროს შეძენისას?!

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება კვერცხის არჩევის დროს?!

რა გავითვალისწონოთ ენდროს შეძენისას?!
პრაქტიკული და საინტერესო რჩევები სურსათის უვნებლობის სპეციალისტ ირაკლი არაბულისგან
„ყველაზე საჭირო პროდუქტია კვერცხი. მაგალითად, ქარხნულად დამზადებული კვერცხის შემთხვევაში ძალიან მარტივია ვადის იდენტიფიცირება, რადგან ზედ აქვს მითითებული, როდის დამზადდა. ზოგადად, კვერცხს მაცივარში როდესაც ვინახავთ, 30 დღე აქვს ვადა, ხოლო მაცივრის გარეშე, ოთახის ტემპერატურაზე 20 დღე. ყველაზე კარგი კვერცხი არის დადებიდან 7 დღის განმავლობაში, როდესაც შენარჩუნებული აქვს ყველა ის დადებითი თვისება, რაც შეიძლება კვერცხს გააჩნდეს“, – განაცხადა სურსათის უვნებლობის სპეციალისტმა, ირაკლი არაბულიმა.
რაც შეეხება ენდროს ,როგორ უნდა შევარჩოთ ენდო, ირაკლი არაბული ამბობს, რომ ენდროს შემთხვევაში რეკომენდაციას უწევს, რა თქმა უნდა, კვერცხის ენდროთი შეღებვას.
რაკლი არაბული, მოსახლეობას ურჩევს, რომ კვერცხის შესაღებად ნატურალური ენდროს ფესვები გამოიყენონ.
„ბუნებრივი საღებავია, ძალიან დიდი ხანია ვიყენებთ და უვნებელია. რაც შეეხება დაფქვილ ენდროს, შესაძლებელია, რომ არაკეთილსინდისიერი მეწარმის მიერ შერეული ქონდეს წითელი საღებავი.
შეღებვის დროს კვერცხს არ უნდა ქონდეს ძალიან ხასხასა წითელი ფერი. ენდრო მუქ ფერში ღებავს კვერცხებს.
სხვადასხვა საღებავებით კვერცხის შეღებვას რეკომენდაციას არ არ ვუწევ, რადგან ძალიან ბევრია საღებავია შემოსული და ამის კონტროლი ფიზიკურად შეუძლებელია.

სხვადასხვა ფერის გამოყენების შემთხვევაში რთულია ვთქვათ, რას შეიცავს და რამდენად არის განკუთვნილი საკვები პროდუქტის შესაღებად. უფრო მეტად საშიშია ის, რაც ბაზარში წონით იყიდება — გაურკვეველი წარმომავლობისაა და მაღალი რისკის შემცველია…“ – აღნიშნა ირაკლი არაბულმა.

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  ამინდი მკვეთრად იცვლება
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი