დაურეგისტრირებელი თვითნაკეთი სახერხი საამქრო გამოავლინეს

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
ფოტო: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო ტყეში, დაურეგისტრირებელი თვითნაკეთი სახერხი საამქრო გამოავლინეს. სახერხი საამქროს მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩენილია სხვადასხვა სახეობის 5 კუბურ მეტრამდე პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი).

„სამართალდარღვევის პრევენციის და აღკვეთის მიზნით, ჩვენი რეგიონული სატყეო სამსახურების თანამშრომლები პატრულირებას აქტიურად ახორციელებენ. ბაღდათის მუნიციპალიტეტში გამოვლენილი ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს; მასალები გადაიგზავნება შესაბამის უწყებაში, ხოლო უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე და სახერხი საამქრო გადატანილია ზესტაფონის საქმიან ეზოში”, – განაცხადა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, კახა ცერცვაძემ.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). დაურეგისტრირებელი თვითნაკეთი სახერხი საამქრო გამოავლინეს. 11 აპრილი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/დაურეგისტრირებელი-თვითნ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi