სამშაბათი, აპრილი 22, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაიასა­მა­ნი გა­ზაფხუ­ლის ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე სურ­ნე­ლო­ვა­ნი, მშვე­ნი­ე­რი და ყვე­ლას­თ­ვის საყ­ვა­რე­ლი მცე­ნა­რეა - როგორ...

იასა­მა­ნი გა­ზაფხუ­ლის ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე სურ­ნე­ლო­ვა­ნი, მშვე­ნი­ე­რი და ყვე­ლას­თ­ვის საყ­ვა­რე­ლი მცე­ნა­რეა – როგორ და როდის უნდა გავამრავლოთ

როგორ და როდის უნდა გავამრავლოთ იასამანი.

იასა­მა­ნი გა­ზაფხუ­ლის ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე სურ­ნე­ლო­ვა­ნი, მშვე­ნი­ე­რი და ყვე­ლას­თ­ვის საყ­ვა­რე­ლი მცე­ნა­რეა.

მოსავლელად ყველაზე ადვილი ბაღის კულტურაა, კარგად ეგუება სხვადასხვა კლიმატს, ცხვრობს დიდხანს, ყინვა – და გვალვამძლეა, მინიმალური ყურადღების მიქცევით მცენარე უხვად იყვავილებს და დიდხანს შეინარჩუნებს სილამაზეს.
მცენარე ადვილად ეჩვევა ნებისმიერ მიწას, განათებას, მისი გამოყენება შესაძლებელია გაზონზეც, ყვავილნარშიც, ხეივანშიც. იმისთვის, რომ მან კარგად იყვავილოს, ყოველწლიური გასხვლა ესაჭიროება, ასევე მორწყვა, კვება
იასამნის დაფესვიანებისთვის კარგი დროა ყვავილობის დასრულებისას, როცა ახალგაზრდა ტოტები ასრულებენ ზრდას, დილით ადრე ჭრიან საშუალო სისქის ან წვრილ ტოტებს ბუჩქის შუა ნაწილიდან ისე, რომ მას 2-3 მუხლი ჰქონდეს,და მათ შორის მანძილი ცოტა იყოს.
აშორებენ ფოთლებს ქვედა მუხლზე,
ბასრი დანით ირიბად აჭრიან ქვედა მუხლის ქვევით რაც შეიძლრება ახლოს მუხლთან,, ზედ მუხლზე ან შუა მუხლთაშორისზე გადაჭრილი არ დაფესვიანდება, არც სქელი ტოტი დაფესვიანდება,
ზედა ფოთლები უნდა დამოკლდეს ნახევრამდე,
ტოტის თავი კი უნდა გადაჭრან ზედა მუხლს ზემოთ სწორად,
დებენ სტიმუალტორში დაახლ ერთი დღე, ჩარგვის წინ ავლებენ სუფთა წყალს,და ბოლოს ჩარგავენ და ასათბურებენ, დებენ ნახევარჩრდილსი,
ნიადაგი – ტორფი,სილა ,პერლიტი – 2:1:1 თანაფარდობით. ამ ნიადაგში რგავენ ისე,რომ ქვედა მუხლი დაფარული იყოს სილით, შემდეგ დანამავენ კარგად და აფარებენ თავზე.გამჭირვალე პარკს ან გადაჭრილ ბოთლს,2-3 დღეში ანიავებენ და დანამავენ ხოლმე,
იასამანი ნელა ფესვიანდება, დაახლ 2 თვე სჭირდება,
ზამთარი ჯობს ასევე გაატაროს ის ერთი წელი ტოტებს არ იზრდის, ივითარებს ფესვებს, თუ აგვისტომდე დაფესვიანდა, საშემოდგომოდ შეიძლება გადარგვა სპეც კვლებში, ნოყიერ ნიადაგში, სადაც მანამდე შეაქვთ სასუქი,
მათი ფესვები ძალიან ნაზია, ამიტომ ფრთხილად უნდა გადაირგას, იმ ზამთარს დაფარება სჭირდება, იყვავილებენ 4-5 წლის მერე.
მცენარე საკმაოდ გამძლეა, არ სჭირდება რეგულარული მორწყვა, მაგრამ არც მხოლოდ დარგვის მერე მორწყვით შემოიფარგლება ეს საქმიანობა. იასამანს რწყავენ მთელი ყვავილობის პერიოდში, აქტიური ზრდისას, თუ ნალექი ნაკლებია. ზაფხულში, მხოლოდ ძალიან ცხელ ამინდებში სჭირდება მორწყვა – გვალვას კი უძლებს, მაგრამ მისი დაცვა საჭიროა გადახურებისგან.
მას სხვადასხვაგვარი კვება სჭირდება დარგვისას და ზრდასრულობის დროს. დარგვის მერე პირველი წელი მას სასუქი არ სჭირდება. გამონაკლისი – ძალიან ღარიბი მიწაა, მაშინ მიწაში წელიწადში 2ჯერ დასჭირდება სასუქის შეტანა. ზამთრის დასრულებისას, როცა ახალი ტოტები იწყებს ზრდას, პირველად შეაქვთ სასუქი. მეორედ კი – ზაფხულის შუაში.მეორე წლიდან ადრე გაზაფხულზე შეაქვთ აზოტიანი ან ორგანული სასუქი.
ზრდასრულ მცენარეს სხვაგვარად კვებავენ. 3-4 წლის მერე სეზონზე ერთხელ ადრე გაზაფხულზე შეაქვთ აზოტიანი სასუქი 50-60გრ. ზაფხულში ყვავილობის მერე ორგანული სასუქი, ნაცარი ან ნაკელი. იასამნისთვის შესაძლებელია ორგანული და მინერალური სასუქის არევა. ახალგაზრდა მცენარეებს ნაკელს აძლევენ, მოზრდილებს – ნეშომპალას, კომბინირებულად სასუქის შეტანისას მინერალურს ამცირებენ 30-40 გრ მდე. სასუქი შექავთ მოღრუბლულ ამინდში ან საღამოს, მორწყვის ან წვიმის შემდეგ. შესაძლოა სასუქის პირდაპირ მოყრაც და წყალში გახსნაც.
მას ყოველწლიური გასხვლა სჭირდება, რეგულარული წმენდა და ფორმირება. გასხვლას იწყებენ მესამე წლიდან. ერთი პროცედურა არაა საკმარისი, მას სამი სხვადასხვაგვარი გასხვლა სჭირდება:
– ძირითადი გასხვლა – ყვავილობის სტიმულაციისთვის ყველა სახეობას სჭირდება. იმისთვის, რომ მომდევნო წელს ყვავილობა უხვი იყოს, მოყვავილებული ნაწილები დროულად უნდა მოშორდეს. მომდევნო საყვავილე კოკრები მას ახალ ტოტებზე უყალიბდება. ეს გასხვლა ზაფხულში, ყვავილობის მერე ტარდება.
– გასაახალგაზრდავებელი გასხვლა – ეს სჭირდება ბებერ იასამანს. ეს გასხვლა გულისხმობს ზედმეტი ტოტების მოშორებას ყოველწლიურად. ტოვებენ 5-10 ძლიერ ტოტს, რომლებსაც სწორი მიმართულება აქვთ. ეს ხდება ადრე გაზაფხულზე. მაგრამ ზოგჯერ ეს არ კმარა და ძველი იასამნის გასაახალგაზრდავებლად ყველა ტოტს ჭრიან საკმაოდ დაბალზე. მომდევნო წელს მცენარე აღდგენას ანდომებს და ყვავილობას გამოტოვებს ან ძალიან ცოტა ყვავილი ექნება, თუმცა მერე ბუჩქის სწორი ფორმირებისას სულ უფრო უხვი ყვავილობა ექნება.
– გასხვლა ფორმირებისთვის – ძირითადად ეს გულისხმობს ამონაყრის მოცილებას, ასევე სუსტი, ვარჯის შიგნით მიმართული ტოტების მოშორებას.
ბაღში მცენარეს შედარებით მკაცრი ფორმა უნდა ჰქონდეს. ახალგაზრდა მცენარეს თავიდანვე სწორ მიმართულებას აძლევენ. ( ბურთისებრი, ქოლგისებრი ვარჯისთვის ქვედა ტოტებს აცლიან)
ღობეების და გვირაბებისთვის მცენარის თავს აჭრიან, გვერდითა ტოტებზე კი წელიწადში ორჯერ ტარდება გასხვლა.
შტამბად მისი ფორმირებისთვის მცენარეს ერთ ძლიერ ტოტს უტოვებენ და გვერდითა ტოტებს გამუდმებით აშორებენ, ტოტის თავზე კი ქმნიან ბურთისებრ ვარჯს. მერე კი ზრდასაც უზღუდავენ,
მიწა მის გარშემო მუდამ ფხვიერი უნდა იყოს, ჰაერ და წყალგამტარი. სეზონზე 3-4 ჯერ სჭირდება გაფხვიერება და ამავდროულად სარეველების მოშორება. ეს ადრე გაზაფხულზე უნდა ჩატარდეს, სჯობს წვიმის ან კარგი მორწყვის შემდეგ. მიწა უნდა გაფხვიერდეს 4-7 სმ სიღრმეზე.
ღეროს გარშემო მულჩის კარგი ფენა ფესვთა სისტემას იცავს, მიწის ხარისხს ინარჩუნებს, მცენარეს იცავს გადახურებისგან, პირველად ეს ხდება დარგვისას. მულჩას ფენა 5-7 სმ უნდა იყოს. წელიწადში ორჯერ მას ცვლიან. მულჩად გამოდგება ტორფი, ნეშომპალა, კომპოსტი. პატარა ნერგებს ზამთარშიც სჭირდება ახალი დამცავი ფენა ტორფის ან ფოთლებისგან – 10სმ სიმაღლისა.
6. დაავადებები: მცენარე საკმაოდ მედეგია, თუმცა ზოგჯერ ავადდება ან მწერები შემოესევა გვალვის ან სიცხის გამო. მისი განკურნება საკმაოდ რთულია, თუ დროულად არ აღმოაჩენთ დაავადებას. ამიტომ მისი დათვალიერება რეგულარულადაა საჭირო, განსაკუთრებით სეზონის მეორე ნახევარში.
ყველაზე ხშირად მას ფიტოფტოროზი და ნაცარა სოკო ემართება. ძლიერი დაზინებისას მას კარდინალური გადაჭრაც არ შველის. დაავადებას ებრძვიან ფუნგიციდებით. მავნე მწერებიდან ხშირად გვხვდება ფოთლიჭამია მწერები და ტკიპა, მცენარე სწრაფად კარგავს დეკორატიულობას, მათ ებრძვიან ინსექტიციდებით. ვიწრო მიმართულების პრეპარატები უმჯობესია, მაგრამ დასუსტებულ მცენარეს მერე ხშირად სხვა პრობლემა უჩნდება და სხვა მწერები სახლდება მასზე.
იასამ­ნის გას­ხ­ლ­ვა აუცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბაა, რომ მომ­დევ­ნო წელს ისევ ლა­მა­ზად იყვა­ვი­ლოს. სა­სურ­ვე­ლია, აყ­ვა­ვე­ბის­თა­ნა­ვე გას­ხ­ლათ – ანუ ლა­მა­ზი ტო­ტე­ბის მოჭ­რა (და არა მო­ტეხ­ვა) მხო­ლოდ და მხო­ლოდ სა­სი­კე­თოა ამ ბუჩ­ქის­თ­ვის და სწო­რედ გა­ზაფხულ­ზე­ვეა ამის გა­კე­თე­ბა უპ­რი­ა­ნი.
კარ­გად რომ იყ­ვა­ვი­ლოს, იასა­მანს უნ­და შე­ურ­ჩი­ოთ შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად მზი­ა­ნი ან ნა­ხევ­რად მზი­ა­ნი ად­გი­ლი, და­ცუ­ლი ძლი­ე­რი ქა­რე­ბის­გან. და რა­კი ბუჩქს საკ­მა­ოდ დი­დი ფეს­ვე­ბი აქვს, რომ­ლე­ბიც ნი­ა­დაგ­ში ღრმად მი­დის და ფარ­თოდ ვრცელ­დე­ბა, საკ­მა­რი­სი სივ­რ­ცეც უნ­და და­უთ­მოთ.

  "მე დღეს გხვდებით თქვენ, რათა ახალი წელი მოგილოცოთ, სიტყვას აქვს ძალა - იხარეთ ორსავე სოფელსა შინა, მშვიდობა თქვენდა" - ილია მეორე

ნი­ა­დაგს ამ­ჯო­ბი­ნებს ზო­მი­ე­რად მშრალს, კარ­გად იტანს დრო­ე­ბით გვალ­ვებ­საც. თუ გვალ­ვა გაგ­რ­ძელ­და, აუცი­ლებ­ლად უნ­და მორ­წყათ. ვერ იტანს სი­ახ­ლო­ვეს გრუნ­ტის წყლებს და მჟა­ვე წყა­რო­ებს. თუ თქვენს ბაღ­ში უდა­ბუ­რი და არც ისე ნო­ყი­ე­რი ნი­ა­და­გია, რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია მა­თი სტრუქ­ტუ­რის შეც­ვ­ლა კომ­პოს­ტის ან სპე­ცი­ა­ლუ­რი ნი­ა­და­გის შე­ტა­ნით.

იასამ­ნის და­სარ­გა­ვად სა­უ­კე­თე­სოდ მი­იჩ­ნე­ვა ზაფხუ­ლის ბო­ლო. მო­ნიშ­ნულ ად­გი­ლას ნერგზე ორ­ჯერ დი­დი ზო­მის ორ­მო ამოთხა­რეთ. ორ­მოს ძი­რი კომ­პოს­ტით ან სა­გან­გე­ბოდ შერ­ჩე­უ­ლი სა­ბა­ღე მი­წით შე­ავ­სეთ. არ შე­უ­რი­ოთ სუფ­თა ტორ­ფი, რად­გან ის მე­ტის­მე­ტად მჟა­ვეა და არ მოს­წონს იასა­მანს. დარ­გ­ვის შემ­დეგ კომ­პოს­ტ­ში არე­უ­ლი გრუნ­ტი მო­ა­ყა­რეთ და გარ­შე­მო ოდ­ნავ მო­უ­ბა­რეთ. შემ­დეგ კი კარ­გად მორ­წყეთ.

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი