შაბათი, აპრილი 19, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარითბილისითბილისის მთავრობის გადაწყვეტილებით, საცხოვრებელი ფართები კიდევ სამ ოჯახს დაუკანონდება

თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებით, საცხოვრებელი ფართები კიდევ სამ ოჯახს დაუკანონდება

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროგრამა, რომელიც 2017 წლიდან წარმატებით მიმდინარეობს, გრძელდება.

როგორც კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, საცხოვრებელი ფართით უკვე დაკმაყოფილებულია 3 049 ოჯახი, რომელთა რიცხვს დღეს კიდევ სამი ოჯახი შეემატება.

„საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროგრამა 2017 წლიდან წარმატებით მიმდინარეობს. ეს ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო, როდესაც 2017 წელს ვატარებდით საარჩევნო კამპანიას და ვხვდებოდით მოსახლეობას. ჩვენ მაშინ ძალიან ბევრი ადამიანი გვხვდებოდა ამ პრობლემით. იმ დროიდან დავიწყეთ მუშაობა ამ მიმართულებით, შევიმუშავეთ კონკრეტული ხედვა და როდესაც დედაქალაქის მოსახლეობის უმრავლესობამ აგვირჩია, დავიწყეთ მისი განხორციელება. დღევანდელი მონაცემებით, საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებულია 3 049 ოჯახი. ეს არის ის შენობა-ნაგებობები, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაში იყო. ამ ფართებში ათეული წლებია, ცხოვრობდნენ ოჯახები და ვერ ახერხებდნენ მათ დაკანონებას, რაც ძალიან დიდ უკმაყოფილებას იწვევდა“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე ინფორმაციით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საცხოვრებელი ფართი კიდევ სამ ოჯახს დაურეგისტრირდება ნაძალადევის, საბურთალოსა და კრწანისის რაიონებში. დედაქალაქის მერმა მოუწოდა ამ პრობლემის მქონე მოქალაქეებს, მიმართონ მათივე რაიონულ გამგეობებს, სადაც მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას, თუ რა დოკუმენტაციაა წარსადგენი იმისთვის, რომ საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში ოფიციალურად გადაეცეთ.

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  "გიორგი ფხაკაძის რეზიდენციის ეზოს დაგეგმარება ჩემთვის, როგორც პროფესიონალისთვის, ძალიან საინტერესოა"- ინტერვიუ ლანდშაფტის დიზაინერ ნანიკო ჯოლოხავასთან
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი