საბერძნეთში ქართული მართვის მოწმობა იქნება ნებადართული – გაეცანით მნიშვნელოვან დეტალებს

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

2025 წლის 8 აპრილს, საბერძნეთის პარლამენტში, ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა შეთანხმება „საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკას შორის ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ”. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ავრცელებს.

საგარეო უწყების ცნობით, საბერძნეთი ევროკავშირის რიგით მესამე ქვეყანაა, რომელმაც საქართველოსთან მსგავსი შეთანხმება გააფორმა.

როგორც საბერძნეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ლევან ბერიძემ, განაცხადა, საბერძნეთის პარლამენტის მიერ აღნიშნული ხელშეკრულების რატიფიცირებით კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოსა და საბერძნეთს შორის აქტიური ურთიერთთანამშრომლობის და მჭიდრო კავშირების მაღალი დონე.

„აღნიშნული ხელშეკრულების შესაბამისად ურთიერთაღიარების საფუძველზე, მხარეთა მიერ გაცემული მოქმედი მართვის მოწმობების მფლობელებს შესაძლებლობა მიეცათ, თეორიული ან პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების გარეშე გადაცვალონ თანაბარი ძალის მქონე მართვის მოწმობაში იმ სახელმწიფოში, რომელიც მათ კანონიერ საცხოვრებელს წარმოადგენს. აღნიშნული კი ხელს შეუწყობს მათ უკეთ ინტეგრაციას ადგილობრივ საზოგადოებაში“, – განაცხადა ელჩმა.

- Advertisement -
Ad imageAd image

საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, ხელშეკრულება გაფორმდა 2024 წლის 26 სექტემბერს, ათენში, საქართველოსა და საბერძნეთის მთავრობებს შორის. შიდა სახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შემდეგ, დღეს საბერძნეთის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ ამ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. მისი ამოქმედება მოხდება, მას შემდეგ, რაც რატიფიცირების შესახებ ინფორმაცია ოფიციალური არხებით ეცნობება ქართულ მხარეს.

წყარო

#drpkhakadze

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). საბერძნეთში ქართული მართვის მოწმობა იქნება ნებადართული – გაეცანით მნიშვნელოვან დეტალებს. 9 აპრილი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/საბერძნეთში-ქართული-მართ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi