ყაზახური ავიაკომპანია Air Astana 27 მაისიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ახალ რეისს იწყებს – ატირაუ-თბილისი-ატირაუ. ახალი მიმართულებით ავიაკომპანია კვირაში სამჯერ იფრენს. როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანება აცხადებს, ბილეთების შეძენა შესაძლებელია ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
Air Astana — ცენტრალური აზიის ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაკომპანია, ზაფხულის სეზონზე, ალმათიდან თბილისის მიმართულებით 9 სიხშირით ფრენებს დაასრულებს. თითოეულ ოთხშაბათსა და შაბათს თბილისი-ალმათი-თბილისის მიმართულებით ავიაკომპანია ორ ფრენას შეასრულებს.
ივნისიდან ავიაკომპანია განაახლებს სეზონურ ფრენებს ალმათი-ბათუმის მიმართულებით კვირაში სამჯერ. ივლისი-აგვისტოში კი, ფრენების სიხშირე კვირაში 5-მდე გაიზრდება.
Air Astana ასევე განაახლებს ფრენებს თბილისი-ასტანას შორის, რაც კვირაში სამჯერ იქნება შესაძლებელი.
რაც შეეხება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს, FlyArystan – Air Astana-ს შვილობილი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია, უზრუნველყოფს ფრენებს 5 სხვადასხვა მიმართულებით ყაზახეთიდან. ზაფხულის სეზონზე რეისების სიხშირე კვირაში 10-დან 17-მდე გაიზრდება. FlyArystan უშუალოდ რეისებს ქუთაისიდან ასტანაში, ალმათში, ატირაუში, აქტაუში** და შიმკენტში ახორციელებს.
2024 წელს, ყაზახური ავიაკომპანიების წილი ქართულ ბაზარზე 3.9%-ს შეადგენდა. გასულ წელს კი, ყაზახეთიდან საქართველოში 178,930 საერთაშორისო ვიზიტორი ჩამოვიდა.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). ყაზახური ავიაკომპანია Air Astana 27 მაისიდან ახალი მიმართულებით იწყებს ფრენებს — ატირაუ-თბილისი-ატირაუ. 8 აპრილი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ყაზახური-ავიაკომპანია-air-astana-27/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
ბათუმი · დასუფთავება
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · IT / ტექნოლოგიები
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-29T01:31:45+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
