ხუთშაბათი, მაისი 7, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიტაბლოიდიყველაფერი მაქვს, რაზეც შეიძლება, ნებისმიერმა ქალმა იოცნებოს - ცისანა სეფიაშვილი

ყველაფერი მაქვს, რაზეც შეიძლება, ნებისმიერმა ქალმა იოცნებოს – ცისანა სეფიაშვილი

ვინც ახლოს იცნობს ცისანა სეფიაშვილს, დამეთანხმება, რომ ძალიან თბილი, მოსიყვარულე და საოცრად ერთგული ადამიანია. მიუხედავად წარსული ტკივილებისა, თავს ბედნიერ ქალად მიიჩნევს, არც ასაკს მალავს და არც განსაკუთრებულად უვლის თავს. უბრალოდ, მის ხასიათში გამჯდარია, რომ სახლშიც კი მოწესრიგებული და ლამაზად ჩაცმული უნდა იყოს, გარშემო მყოფები დადებითი ემოციებით დატვირთოს და ყოველი დღე გაულამაზოს მათ, ვინც მის გვერდითაა.

ცისანა სეფიაშვილი: ყველაფრის მადლიერი ვარ, რაც ჩემს ცხოვრებაში მოხდა. ცუდისაც კი, რომელიც იმ მომენტში მეგონა, ძალიან ცუდი იყო და განცდა და ტკივილი მქონდა, დღეს ამ ყველაფრის მადლიერი ვარ. ზოგადად, ძალიან მადლიერი ვარ, რადგან იმდენად ყველაფერში გამიმართლა, რომ ვერ ვიტყვი, გაუმართლებელი ცხოვრება მქონდა და მაქვს-მეთქი.

– ულამაზესი სახელი გქვია. ვინ დაგარქვა?

– ბებიას, დედაჩემის დედას ერქვა ცისანა და მისი სახელი დამარქვეს. ძალიან მიყვარდა, საოცარი ქალი იყო. ფიზიკურადაც მამსგავსებენ და მოწესრიგებულობასა და გაპრანჭვაშიც მას ვგავარ. სულ ფორმაში იყო, მუდმივად გაპრანჭული და მოწესრიგებული, საყურეც კი სამოსის ფერი ეკეთა. სულ მასწავლიდა: ქალი ნაგვის გადასაყრელად რომ გადის ქუჩაში, მაშინაც კი ფორმაში უნდა იყოს, პირველ რიგში, საკუთარი თავისთვისო. ძალიან უხაროდა და ამაყი იყო მის სახელს რომ ვატარებდი. უკვე 24 წელი გავიდა მისი გარდაცვალებიდან და დღემდე ჩემთვის მოუნელებელი ტკივილია. ძალიან მენატრება, სულ მინდა, რაღაცები მოვუყვე.

– ზოგადად, დედისერთები, ცოტა ეგოისტური ხასიათის არიან. ამ მხრივ, შენთან როგორ არის საქმე?

– ძალიან ძნელია დედისერთობა, სულ მინდოდა, დედმამიშვილი მყოლოდა. მადლიერი ვარ ღმერთის, რომ ჩემს შვილებს ერთმანეთი ჰყავთ. ჩემი მთავარი ბედნიერება და მიზანი იყო, ის, რაც მე მაკლდა, ჩემს შვილებს ერთმანეთი ჰყოლოდათ. სხვათა შორის, დედმამიშვილური სითბო მეგობრებმა შემივსეს და მათ შორის, განსაკუთრებულად ერთმა, რომელიც ჩემი ტყუპისცალი მგონია. რაც შეეხება ეგოისტობას, მგონია, ვარ. განებივრებული გოგო ვიყავი და ვარ, ჩემ ირგვლივ ტრიალებდა და ტრიალებს სამყარო (იცინის). თუმცა, როცა შვილებს ეხება საქმე, კომპრომისზე მივდივარ და ჩემს ეგოიზმს მათ ვერ ვახვევ თავს. ვცდილობთ, ერთმანეთს გავუწიოთ ანგარიში. დათმობა კომპრომისი არ არის და არ არის ცუდი. ამას საყვარელი ადამიანისთვის აკეთებ, შეთანხმებულად მიდიხარ და დგამ ნაბიჯს.

  იცოდით თუ არა, რომ, თბილისის მეტრო სამ ადგილას მტკვრის ქვეშ გადის…

– ცისანა, განებივრებული გოგო კი იყავი და სურვილებსაც გისრულებდნენ, მაგრამ გქონდა ოცნება, რომელიც არ აგიხდა?

– ჩემი ოცნება, რომელიც არ ამიხდა, იყო ის, რომ მინდოდა მოლარე ვყოფილიყავი (იცინის). ჩემს ბავშვობაში ძალიან ხმაურიანი სალაროები იყო და სულ მინდოდა იქ ვმჯდარიყავი და ღილაკებზე ხელი დამეჭირა. ეს ოცნება არ ამისრულდა, დანარჩენი – ყველაფერი. ზოგადად, შენს ოცნებებში უნდა იყო მართალი და როცა ასეა, ყოველთვის გისრულდება. ასე რომ, ჩემი ყველა ოცნება და სურვილი შემისრულდა.

– შორიდან გათამამებული და ამპარტავანი ჩანხარ. თუმცა, ვინც ახლოს გიცნობს, ყველა აღნიშნავს, რომ საკმაოდ თბილი, ერთგული, უშუალო და თავმდაბალი ხარ. ალბათ, ბევრს უთქვამს, ახლოს რომ გაგიცანი, სულ სხვანაირი ხარო…

– მართლა ძალიან ბევრს უთქვამს, ვიდრე გაგიცნობდი, ცხვირაწეული და სხვანაირი მეგონეო (იცინის). ხანდახან მწყენია კიდეც, რატომ გეგონეთ სხვანაირი-მეთქი (იცინის). ჩვენში შინაგანი ბავშვი არ უნდა ჩავკლათ. წყენაზე და კბენაზე ადვილი არაფერია. ღვარძლითა და განცდით ცხოვრება ძალიან რთულია. როცა ეს ყველაფერი „გაშვებული“ გაქვს და ფიქრობ იმაზე, როგორ დატკბე ცხოვრებით და გარშემო მყოფი ადამიანები როგორ გააბედნიერო, ყოველი დილა ბედნიერად იწყება და ძალიან მარტივია ცხოვრება. ყველა ადამიანს უნდა უყვარდეს საკუთარი თავი, რომ სხვაც შეიყვაროს. მართალია, მე გვიან შევიყვარე ჩემი თავი, მაგრამ მთავარია, შევიყვარე… სრულად

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.