შაბათი, აპრილი 19, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებალიმონის ბუჩქი ციტრუსებიდან ერთადერთია, რო­მელიც ოთახის პირობებში კარგად ხა­რობს და მოსავალსაც იძლევა

ლიმონის ბუჩქი ციტრუსებიდან ერთადერთია, რო­მელიც ოთახის პირობებში კარგად ხა­რობს და მოსავალსაც იძლევა

ლიმონი კასრში

ლიმონის ბუჩქი ციტრუსებიდან ერთადერთია, რო­მელიც ოთახის პირობებში კარგად ხა­რობს და მოსავალსაც იძლევა.
ამიტომ გირჩევთ მის მოშენებას ხის კასრში, რაც არცთუ ისე ძნელი საქმეა.
პირველ რიგში, უნდა შეარჩიოთ სათანადო ჯიში. ჩვენში უმთავრესად იყენებენ „ახალქარ­თულს“, „ლისბონისა“ და „ვილაფრანკას“ ჯი­შებს, რომლებიც მცირე ზომისა იზრდება, სამა­გიეროდ, უხვმოსავლიანია.
გამრავლების ყველაზე ადვილი მეთოდია კალმე­ბის დაფესვიანებით და გადაწვენით, ანუ „საჰაერო ქოთნებით“ გამრავლება. ლიმონის კალამი ადვილად ფესვიანდება. ამ გზით გამრავლებული კასრის კულტურა უკვე მეორე-მესამე წელს მსხმოიარობს. საკალმე მასალას იღებენ უკვე მსხმოიარე ხეებიდან. სასურველია, კალმის აღება კასრის კულტურიდან. დასაფესვიანებლად ვარგისია ზრდასრული 2-3-წლიანი ტოტი.
ქოთნის ფსკერზე 2-3 სმ სისქის ფენად ყრიან წვრი­ლად დამტვრეულ აგურს, შემდეგ აყრიან მდინარის მ­სხვილმარცვლოვან ქვიშასა და ბაღის მიწას, ხოლო სულ ზედა ფენად – მდინარის სილას. კალამს რგავენ ოდნავ დახრილად ისე, რომ ნიადაგში მისი 1/3 ნაწილი მოთავსდეს. დარგვამდე კალმის ქვედა ნაწილს ათავსებენ თბილ წყალში, ან კანს რამდენიმე ადგილას და­სერავენ.
დარგვის შემდეგ თითოეულ კალამს ახურა­ვენ მინის ქილას. ქოთნებს ათავსებენ ოთახში, რომ მზის სხივები უშუალოდ არ ხვდებოდეს კალმებს. დაფესვიანება შეიძლება გაზაფხულ-­ზაფხულშიც და ზამთარშიც, საჭირო სითბოს რეჟიმის დაცვით.
კასრი, რომელშიც გადაგვაქვს დაფესვიანე­ბული კალმები, უნდა შეივსოს თიხნარი მიწით, რათა ფესვები მჭიდროდ იყოს დაკავშირებული ნიადაგთან. ნერგი კასრში ისე უნდა დაირგოს, რომ ფესვის ყელი მიწის ზედაპირთან ახლოს იყოს. მორწყეთ საჭიროების მიხედვით.

ოთახის ლიმონს რომ ფოთლები არ დასცვივდეს

ხშირ შემთხვევაში ზამთრობით მცენარეს ფოთლები სცვივა, ამის მიზეზია ტემპერა­ტუ­რის მკვეთრი მერყეობა, რომელიც იწვევს ფ­ოთლების ცვენას, ხის დასუსტებას, ხოლო შემდგომში _ მსხმოიარების გაუარესებას. მცე­ნარე არ უნდა მოათავსოთ ისეთ ოთახში, სადაც ტემპერატურა მკვეთრად მერყეობს. უმჯობესია, ის დაიდგას ცივ ოთახში, რომე­ლიც საერთოდ არ თბება, ოღონდ ტემპერატურა 6-7º-ზე დაბლა არ უნდა ეცემოდეს.
ლიმონის ბუჩქი მთელი ზამთრის განმავ­ლო­ბაში ყვავილობს და ნაყოფს იძლევა, თუ ოთახში ტემპერატურა მუდმივად 16-22º-მდეა.
აღსანიშნავია ისიც, რომ, თუ ოთახში ჰაე­რის შეფარდებითი ტენიანობა დაბალია, ლიმონს ფო­თ­­ლები სცვივა და, შესაბამისად, მოსავალიც იკარგება. ამის თავიდან ასაცი­ლებლად აუცილებელია კვირაში ერთხელ მაინც ვარჯს შევასხუ­როთ ოდნავ შემთბარი წყალი.

  გილოცავთ ხარების დღესასწაულს! – 7 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს აღნიშნავს

ფორთოხლის ხე თქვენს ბინაში

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი