აპრილის თვის სავსე მთვარე, ან როგორც მას კიდევ უწოდებენ „ვარდისფერი სავსე მთვარე“ ცაზე 12 აპრილს გამოჩნდება, – ნათქვამია LiveScience-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.
ულამაზესი სანახაობის ხილვა აღმოსავლეთ სასაათო სარტყლის მიხედვით 12 აპრილის 20:22 წუთზე იქნება შესაძლებელი, ხოლო გრინვიჩის დროით 13 აპრილის 00:22 წუთზე.
მიუხედავად მისი მეტსახელისა, მთვარეს ვარდისფერი შეფერილობა არ ექნება. აპრილში სავსე მთვარის ფერი საკმაოდ ნორმალური იქნება. სახელი „ვარდისფერი მთვარე“ ინდიელებთანაა დაკავშირებული – ეს სახელი ფლოქსის ყვავილს უკავშირდება, რომელიც მხოლოდ აპრილში ყვავის.
2025 წელს 12 სავსე მთვარის ხილვა იქნება შესაძლებელი.
Sheni Network
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
SheniAmbebi.ge. როდის გამოჩნდება ცაზე „ვარდისფერი სავსე მთვარე“? [Internet]. თბილისი: Sheniekimi/ambebi.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 6]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/ambebi/%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%93%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%a9%e1%83%9c%e1%83%93%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%aa%e1%83%90%e1%83%96%e1%83%94-%e1%83%95/
sheniekimi.ge/ambebi
