ხუთშაბათი, მაისი 7, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიFace-ამბებიქალს, რომელსაც საქართველოში მეოთხე სტადიის მელანომისა და სწორი ნაწლავის მესამე სტადიის სიმსივნის...

ქალს, რომელსაც საქართველოში მეოთხე სტადიის მელანომისა და სწორი ნაწლავის მესამე სტადიის სიმსივნის დიაგნოზები დაუსვეს, საფრანგეთში არც ერთი არ დაუდასტურდა და პოლიპზე უმკურნალეს

ქართველი მწერალი, ლელუკა ლაშხი, რომელიც საფრანგეთში, პარიზში ერთერთ კლინიკაში მერიის სამედიცინო კულინარიული სექტორის ხელმძღვანელად მუშაობს, სოციალურ ქსელში შემზარავ ამბავს აქვეყნებს.

როგორც ლელუკა წერს, მათ კლინიკაში რეანიმაციულ განყოფილებაში ქართველი ქალი აღმოჩნდა, რომელსაც საქართველოში მეოთხე სტადიის მელანომისა და სწორი ნაწლავის მესამე სტადიის სიმსივნის დიაგნოზები დაუსვეს.

როგორც ლაშხი აღნიშნავს, სინამდვილეში ქართველ პაციენტს არცერთი დიაგნოზი არ დაუდასტურდა და პოლიპზე უმკურნალეს.

„ისეთი ამბავია, ერთდროულად რომ გაგაბრაზებს და გაგამწარებს. ჩემი სამი კლინიკიდან ერთ-ერთში ე.წ. სეფსის სექტორია განთავსებული. შესვენების შემდეგ დამირეკა მდივანმა, მადამ გალერის თქვენი ნახვა უნდაო. არ ვიცოდი ვინ იყო ეს ქალი და კადრებში მოვიძიე ინფორმაცია. სეფსისქირურგიული განყოფილების ხელმძღვანელი ყოფილა. რომ ავედი მისი ასისტენტი დამხვდა. თვითონ ოპერაციაზე.

რეანიმაციაში ქართველი ქალი ჰყოლიათ, ვერცერთ სხვა ენაზე ვერ ლაპარაკობს და გუგლით ვერაფერს გვაგებინებს, თუ შეძლებ დაგვეხმარეო. არც დავფიქრებულბარ.

ახლა მოკლედ დავწერ და გავრცობისგან თავს შევიკავებ უბრალოდ. ეს ქალი ორი დიაგნოზითაა. მთხოვა სახელი და გვარი არსად მივუთითო ჯერჯერობით, მაგრამ ამ ამბავს ასე არ დავატოვებინებ! მეოთხე სტადიის მელანომა და სწორი ნაწლავის სიმსივნე მესამე სტადია. მელანომაზე მკურნალობდა ორი წელი საქართველოში და თურქეთში. ნაწლავის სიმსივნე 7 თვის წინ დაუდგინეს და ოპერაცია ჩაუტარდა. ნათესავის ქმარმა უთხრა, მე დაგხვდები პარიზშიო. ის ბედოვლათი დაუჭერიათ იმ დილას, ეს ქალი რომ ჩამოდიოდა საღამოს.

რასაკვირველია არცერთი არ დაუდასტურდა და ოპერაცია ჩაუტარდა კუჭნაწლავის ტრაქტის პოლიპების გამო, რომელიც სრულიად უწყინარიაო ექიმმა. სავარაუდოდ პოლიპი იყო სწორ ნაწლავზეცო. რაც შეეხება მელანომას, პაციენტს ჰქონია თანდაყოლილი ხალი ბარძაყის არეში, რომელიც ბათუმში, პლაჟზე დაიზიანა და ესთეტიკურ ცენტრში „უმკურნალეს“.

ერთ-ერთ დიდ და სახელგანთქმულ კლინიკაში ავთვისებიან მელანომად შერაცხეს, სახლ-კარი გააყიდინეს და პრევენციას შეუდგნენ ხან იქ და ხან თურქეთში, მათ მიერ რეკომენდირებულ ექიმებთან. ამიხსნეს, რომ ხალის მორფოლოგია დაირღვა, იმ შემთხვევის დროს და რადგან სუსტი იმუნური სისტემა ჰქონდა იწვევდა მის გარკვეულ დეგრადაციასო.

  დევა კასელი შთამბეჭდავი, ახალი ფოტოსესიით

დაახლოებით 200 ადამიანი მყავს მე პირადად გაცნობილი, დაბინავებული და „გზაზე დაყენებული“, რომლებიც პირდაპირი გაგებით გამოექცნენ სიკვდილს! კი, ეს ქალი გადარჩა და კიდევ უკეთესად იქნება მალე.

ხვალაც ავალ და მოვინახულებ, დავუტოვე ჩემი კონტაქტები. მაგრამ რამდენი ადამიანია, ვისაც არ აქვს აქ ჩამოსვლის არანაირი გზა და ხოცავთ ცხოველებივით! ან რა ფიცი დადეთ ასეთი, ამ რით ვეღარ გეყოთ სხვისი უბედურებით აშენებული აგარაკები?! რამხელა უსამართლობაში ცხოვრობს ქვეყანა, ჯერ კიდევ ვერ იაზრებთ!“ – წერს ლელუკა ლაშხი.

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.