10 ყველაზე ძვირადღირებული სტადიონი მსოფლიოში
ბრიტანული საფეხბურთო გუნდი მანჩესტერ იუნაიტედი ოლდ ტრაფორდზე – ადგილზე, სადაც 115 წლის წინ ითამაშა, თანამედროვე 100 000-ადგილიანი სტადიონის აშენებას გეგმავს.
პროექტი, რომელიც შეიმუშავა ვარსკვლავურმა არქიტექტორმა ნორმან ფოსტერმა, უნდა განხორციელდეს მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში. ის 2.6 მილიარდ დოლარად არის შეფასებული, რაც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებულ სპორტულ სტადიონად აქცევს.
თუმცა, ხშირად სტადიონის მშენებლობის პროცესში, დანახარჯი დაგეგმილ ბიუჯეტს ბევრად აჭარბებს. წარმოგიდგენთ 10 ყველაზე ძვირად ღირებულ სტადიონს მსოფლიოში:
ყველაზე ძვირად ღირებული სტადიონი, რომელიც ოდესმე აშენდა, არის NFL გუნდის კიდევ ერთი სტადიონი – SoFi Stadium, რომელიც ლოს ანჯელესში მდებარეობს. პროექტის ღირებულება იყო 5.5 მილიარდი დოლარი.
პროექტი 2016 წელს დამტკიცდა, სამ წელიწადშ უნდა აშენებულიყო, თუმცა დროში გაიწელა და საბოლოოდ, 2020 წელს გაიხსნა.
ეს არის ყველაზე დიდი დაწესებულება NFL-ში, რომელიც შექმნილია ძირითადი სპორტული ღონისძიებებისთვის. სტადიონი 100 000-ზე მეტ ადამიანს იტევს.
Yankee-ს სტადიონი, აშშ: 3.4 მილიარდი დოლარი
Yankee-ს სტადიონზე, რომელიც 2009 წელს გაიხსნა, დღევანდელი ექვივალენტით, 3.4 მილიარდი დოლარი დაიხარჯა. მან ჩაანაცვლა წინა სტადიონი, რომელიც 1923 წელს აშენდა და ამჟამად ბეისბოლის მთავარი ლიგის, ნიუ-იორკ იანკის სახლია.
New York Times-ის თანახმად, 47 400-ადგილიანი სტადიონის მთლიანი ღირებულებიდან დაახლოებით 1.2 მილიარდი დოლარი სახელმწიფო სახსრებიდან დაიფარა.
მეორე ყველაზე ძვირად ღირებული სტადიონი, რომელიც ოდესმე აშენებულა, ძირითადად ბეისბოლის სტადიონად გამოიყენება.
MetLife სტადიონი, აშშ: 2.3 მილიარდი დოლარი
სტადიონი მდებარეობს ნიუ-ჯერსიში. ის ორი განსხვავებული NFL გუნდის Jets და Giants-ის “ბინაა“.
სტადიონს აქვს 10 000 ადგილი და 200 ძვირადღირებული ლუქსი. აღჭურვილია ფერადი განათებითა და ვიდეო ეკრანით.
მისი ღირებულება გუნდებმა თანაბრად დაფარეს.
იგეგმება მისი რემონტი, რის შემდეგაც სტადიონი 2026 წლის FIFA მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშებს უმასპინძლებს.
Allegiant სტადიონი, აშშ: 2.3 მილიარდი დოლარი
სტადიონი 2020 წელს გაიხსნა და საბოლოო ჯამში მასზე 2.3 მილიარდი დოლარი დაიხარჯა. სტადიონი შექმნილია იმისთვის, რომ უზრუნველყოს გულშემატკივრების გართობა მთელი დღის განმავლობაში.
ამოსაწევი ბალახის სათამაშო მოედნით, 65 000-ადგილიანი ობიექტი შეიძლება გაფართოვდეს 70 000 ადამიანის დასატევად და სრულად ადაპტირებადია კონცერტებისთვის, სხვა სეზონური გართობებისთვის.
Mercedes-Benz სტადიონი, აშშ: 2.1 მილიარდი დოლარი
როდესაც 1992 წელს Georgia Dome გაიხსნა, ეს იყო ყველაზე დიდი დახურული სტადიონი მსოფლიოში. 25 წლის განმავლობაში ეს იყო NFL-ის Atlanta Falcons-ის, ჯორჯიის სახელმწიფო უნივერსიტეტის საფეხბურთო გუნდის მთავარი არენა.
თუმცა, ის აღარ აკმაყოფილებდა მოთხოვნებს სუპერ ბოულის მასპინძლობისთვის.
განახლებული სტადიონი 2017 წელს გაიხსნა და Mercedes-Benz Stadium ეწოდა.
სტადიონ შეუძლია უმასპინძლოს სპორტული ღონისძიებების, კონცერტების და სხვათა ფართო სპექტრს. იგი ამაყობს მდგრადობის სერთიფიკატებითა და მაღალტექნოლოგიური ფუნქციებით.
ინტუიტ დომი (Intuit Dome), აშშ: 2 მილიარდი დოლარი
ლოს-ანჯელესში არის ორი NBA გუნდი: Los Angeles Lakers და LA Clippers. არცერთი გუნდი არ დაარსებულა ქალაქში, მაგრამ ორივე გუნდმა საბოლოო “ბინა“ ამ სტადიონზე დაიდო. 18 000-ადგილიანი სტადიონი ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული სტადიონია მსოფლიოში.
Tottenham Hotspur სტადიონი, დიდი ბრიტანეთი: 1.9 მილიარდი დოლარი
დაახლოებით 2 მლრდ დოლარი დაჯდა პრემიერ ლიგის კლუბის Tottenham Hotspur-ის ახალი სტადიონის აშენება. მშენებლობას მხოლოდ სამი წელი დასჭირდა.
მას აქვს მიკროლუდსახარში და სავარძლების გათბობა და არის პირველი დანიშნულებისამებრ აშენებული NFL სტადიონი აშშ-ს ფარგლებს გარეთ, სადაც არის ხელოვნური ბალახი მოედნის ქვეშ. ის მასპინძლობს მინიმუმ ორ NFL თამაშს სეზონზე.
სპორტის მიღმა, მისი 62 850-ადგილიანი საკონცერტო კონფიგურაცია მას ლონდონის უდიდეს კლუბურ სტადიონად აქცევს.
სანტიაგო ბერნაბეუ, ესპანეთი: 1.9 მილიარდი დოლარი
სანტიაგო ბერნაბეუს სტადიონი, მადრიდის რეალის საფეხბურთო გუნდის სახლია. მოსალოდნელია, რომ მისი რემონტი ამ წლის ბოლოს დასრულდება, რაც ადგილებს 81 000-დან 85 000-მდე გაზრდის.
1947 წელს დაარსების დღიდან, საკულტო ობიექტმა განიცადა მრავალი განახლება.
განახლებულ ლოკაციას ახლა აქვს გასაშლელი სახურავი და დასასვენებელი ობიექტები, როგორიცაა ძვირადღირებული სასტუმრო და სავაჭრო ცენტრი. კლუბი იმედოვნებს, რომ სტადიონი ტურისტულ ატრაქციონად აქციოს.
უემბლის სტადიონი, დიდი ბრიტანეთი: 1.8 მილიარდი დოლარი
2007 წელს, მის გახსნისას, ბრიტანეთის უემბლის სტადიონი 789 მილიონ ფუნტზე მეტი დაჯდა, რაც დღეს 1.8 მილიარდი დოლარის ექვივალენტურია.
სტადიონი იტევს 90 000 ადამიანს და არის ყველაზე დიდი ევროპაში. უემბლი რეგულარულად მასპინძლობს გახმაურებულ სპორტულ ღონისძიებებს და კონცერტებს. იგი ასევე გახდა პრემიერ ლიგის საფეხბურთო გუნდის ტოტენჰემ ჰოტსპურის დროებითი სახლი.
Levi’s სტადიონი, აშშ: 1.74 მილიარდი დოლარი
სტადიონის მშენებლობა 2014 წელს დასრულდა. 68 500-ადგილიანი ობიექტის დიზაინმა და მშენებლობამ ხაზი გაუსვა მდგრადობას, რაც გახდა პირველი ახალი NFL სტადიონი, რომელმაც მიაღწია LEED Gold სერთიფიკატს. ეს მოიცავდა რეციკლირებული და ხელახალი სამშენებლო მასალების გამოყენებას, მზის პანელების დამონტაჟებას და მწვანე სახურავის შექმნას.
გასული ათწლეულის განმავლობაში სტადიონზე იმართებოდა ამერიკული ფეხბურთის ყველა სახის ღონისძიება, ასევე კონცერტები, FIFA და Major League Soccer (MLS) თამაშები და მოტოკროსისა და მონსტრების სატვირთო რბოლის ღონისძიებებიც კი.
მასალის გამოყენების პირობები