ხუთშაბათი, მაისი 7, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიისტორიებიდიდი ლურჯი ხვრელი 5 700-წლიან საიდუმლოს ინახავს — რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა

დიდი ლურჯი ხვრელი 5 700-წლიან საიდუმლოს ინახავს — რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა

დიდი ლურჯი ხვრელი კარიბის ზღვაში, ბელიზის სანაპიროზე, მდებარეობს. ის დაახლოებით 124 მეტრი სიღრმისაა და ფსკერამდე ჩადის, ხოლო მასში მოხვედრილი ნებისმიერი დანალექი ათასობით წლის განმავლობაში მეტწილად იქვე რჩება. შესაბამისად, ეს ადგილი დროის კაფსულის ფუნქციასაც ასრულებს და ინფორმაციას ინახავს ისეთი მოვლენების შესახებ, როგორიც ციკლონებია.

საქმე ისაა, რომ ციკლონების მძვინვარების შედეგად ამ ხვრელში ყოველ ჯერზე ახალი მატერია ხვდება. ფსკერის გაბურღვისას ამოღებულ ნიმუშებში თითოეული ასეთი ფენა ხის რგოლებივით ჩანს და სხვადასხვა ფერისაა — მონაცრისფრო-მწვანიდან ღია მწვანემდე, რაც ორგანულ შედგენილობაზეა დამოკიდებული.

ახალი კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა სწორედ ასეთი ნიმუში მოიპოვეს და გააანალიზეს. მათ დაადგინეს, რომ ბოლო 5 700 წლის განმავლობაში ტროპიკული ციკლონები გახშირდა. პროგნოზების თანახმად, ეს ტენდენცია არათუ გაგრძელდება, არამედ კლიმატიც ცვლილების გამო გამძაფრდება კიდეც.

ლურჯი

ნიმუშის ფრაგმენტი.

ფოტო: Supplementary Materials

“საერთო ჯამში 694 შრის იდენტიფიცირება მოხერხდა. მათში შეინიშნება გახშირებული შტორმებისკენ სამხრეთ-დასავლეთ კარიბის ზღვის გამორჩეული რეგიონული მიდრეკილება, რომელიც შიდატროპიკული კონვერგენტული ზონის ორბიტალურად განპირობებულ ცვლილებას უკავშირდება. 21-ე საუკუნის მონაცემები ტროპიკული ციკლონების უპრეცედენტო გახშირებაზე მიუთითებს, რაც ინდუსტრიული ეპოქის თანმდევ დათბობასთან ასოცირდება”, — აცხადებს გერმანელი მეცნიერი, დომინიკ შმიტი.

ფსკერიდან ამოღებული ვერტიკალური სანიმუშე ბირთვის ანალიზი იმის გარკვევას მოიაზრებს, თუ რამ წარმოქმნა სხვადასხვა შრე. ციკლონის მსგავს მოვლენებს უფრო დიდი ზომის ფრაგმენტების დალექვა შეუძლია, ვიდრე არაშტორმულ ოკეანურ პროცესებს. შესაბამისად, ყურადღება სწორედ პირველ ტიპის მატერიაზე უნდა გამახვილდეს. მსგავს დანალექს ტემპესტიტი ეწოდება და ის არა მხოლოდ ზომით, არამედ შედგენილობითა და ფერითაც განსხვავებულია — ღია ყავისფერი ან მოთეთროა.

თავად დიდი ლურჯი ხვრელი მიწისქვეშა კირქვის ქვაბულის სახით წარმოიქმნა, ამიტომ იქ მოზრდილი სტალაქტიტები დღემდეა შემორჩენილი. ხვრელად ის ბოლო გამყინვარებისას გარდაიქმნა, როცა მისი ზედა ნაწილი ჩამოიშალა და ღრუ ადგილის დატბორვას შეუძლო ხელი. დანალექი იქ ათასობით წლის განმავლობაში გროვდებოდა და ბოლო 5 700 წელში უფრო და უფრო გახშირებული ციკლონების კვალს ინახავდა.

ამ მზარდი ტენდენციის მიზეზი შიდატროპიკული კონვერგენტული ზონის სამხრეთით გადანაცვლებაა. ის დიდი შტორმების ფორმირების ადგილმდებარეობას განსაზღვრავს, ასევე ტროპიკული ქარიშხლების მიმართულებასა და კონკრეტულ სახმელეთო არეალებში გადასვლას. ამის მიუხედავად, დადგინდა, რომ ციკლონების სიხშირეზე თბილი და ცივი პერიოდებიც ზემოქმედებს, განსაკუთრებით კი პირველი მათგანი.

აქედან ვარაუდობენ, რომ მომდევნო წლებში უფრო მეტ ციკლონს ვიხილავთ, კერძოდ — მხოლოდ ამ საუკუნეში რეგიონში 45-მდე შტორმია მოსალოდნელი. ამის შესახებ ავტორები გამოცემაში Science Advances გამოქვეყნებულ ნაშრომში წერენ.

 

  ახალი სავაჭრო ცენტრები თბილისში, ბათუმსა და თელავში — რას უნდა ველოდოთ უახლოეს მომავალში

წყარო

საინტერესო ბმულები:

ავტორი: ანა ბილანიშვილი

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.