ორშაბათი, მაისი 11, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიისტორიებირატომ აქვს ქალღმერთ თემიდას ახვეული თვალები და რა მიზნით უჭირავს სასწორი ხელში

რატომ აქვს ქალღმერთ თემიდას ახვეული თვალები და რა მიზნით უჭირავს სასწორი ხელში

ძველ ბერძნულ მითოლოგიაში ის განასახიერებდა მართლმსაჯულებას, მოუსყიდველობასა და მიუკერძოებლობას…

მაინც ვინ იყო თემიდა?

ქალღმერთი თემიდა ღმერთების- ურანის და გეას შვილი და ზევსის მეორე ცოლი იყო. კანონიკური წესების თანახმად, მას ყოველთვის ახვეული თვალებით, ცალ ხელში სასწორით, მეორეში კი ხმლით გამოსახავდნენ ძველი ბერძნები.

სახვევი – ცივსისხლიანი ურთიერთობის სიმბოლოა; სასწორი-სიმართლის საზომია, რომელიც გამოიყენება ადამიანის მიერ ჩადენილი კეთილი და ბოროტი საქმეების შესაფარდებლად, ხმალი კი სულიერი სიძლიერის სიმბოლოა. თუმცა ახვეულ თვალებთან დაკავშირებით არსებობს განსხვავებული მოსაზრებები.

რატომ ახვეული თვალები?

ისტორიკოსები ვარაუდობენ, რომ ბერძნებმა, რომლებიც ქალღმერთ თემიდას ეთაყვანებოდნენ, მას თვალები აუხვიეს, რათა ამით მოეხდინათ დემონსტრირება მოუსყიდველობისა და მიუკერძოებლობისა სასამართლო გარჩევების დროს. სახვევი მიუთითებს იმაზე, რომ თემიდაზე გავლენას ვერ მოახდენს გარეგანი ფაქტორები და დეტალები. საერთოდ, ეს საკმაოდ ლოგიკური ვერსიაა, რადგან მართლმსაჯულების წინაშე თანასწორი უნდა იყო ყველა ადამიანი, განურჩევლად სქესისა, ასაკისა, კანის ფერისა, აღმსარებლობისა, სოციალური მდგომარეობისა და სხვა განმასხვავებელი მახასიათებლებისა. სწორედ ამ ახსნამ ჰპოვა დღესდღეობით შედარებით ფართო გავრცელება.

არის კიდევ ერთი ვარაუდი, რომელიც აგრეთვე იმსახურებს არსებობის უფლებას: სახვევის დანიშნულებაა ქრთამზე უარის თქმა, რათა ქალღმერთის თვალებიდან დაფარული იყოს ის სიმდიდრე და სხვა მატერიალური კეთილდღეობანი, რომლებსაც ადამიანები სთავაზობენ მას, რათა გაექცნენ დამსახურებულ სასჯელს. თემიდასთვის სულ ერთია, ვინ რა საშუალებით ცდილობს მის ცდუნებას ჩადენილ დანაშაულზე თვალის არიდებისათვის.

თუ წყაროებს ვენდობით, კიდევ ერთი ვერსია ახვეული თვალებისა თავად ძველმა ბერძნებმა გააჟღერეს: მათ სწამდათ, რომ თემიდა ფლობდა შინაგანი ხედვის უნარს, რომელიც მას საშუალებას აძლევდა თვალდახუჭულსაც კი ემხილა ბოროტმოქმედება. სხვათა შორის, თემიდას ქანდაკებების ადრეულ ვერსიებში მას თვალები ახვეული არ ჰქონდა, ცალ ხელში კი ხმლის მაგივრად ბარაქის რქა ეჭირა. სასჯელაღმსრულებლის ფუნქცია ქალღმერთს მოგვიანებით მიანიჭეს.

თემიდა და იუსტიცია: მსგავსება და განსხვავება

თუკი ბერძნეულ მითოლოგიაში სამართლიანობასა და კანონს შორის განსხვავება იყო და მათ სხვადასხვა ღმერთი ჰყავდათ, რომაულ მითოლოგიაში ორივე მათგანს განასახიერებდა ქალღმერთი იუსტიცია, რომელიც პასუხისმგებელი იყო წესრიგსა და სამართლიანობაზე. მას ბერძნული თემიდასმაგვარი გარეგნობა აქვს, თუმცა, მისგან განსხვავებით, ხმალი მახვილი თავით დაბლა კი არაა დაშვებული, პირიქით-ზემოთაა აღმართული ომისა და აგრესიისადმი მზადყოფნის ნიშნად.

  სოხუმის დედათა მონასტერთან დატრიალებული სასწაული, რომელსაც ემოციების გარეშე ვერ წაიკითხავთ

თემიდა – როგორც თანამედროვე მართლმსაჯულების სიმბოლო

ამჟამად თემიდა სამართლიანობისა და მოუსყიდველობის საყოველთაოდ მიღებული სიმბოლოა. მის გამოსახულებას ნახავთ მართლმსაჯულების სფეროსთან დაკავშირებულ ბევრ ობიექტზე, როგორებიცაა: სასამართლოს შენობები, ემბლემები, დოკუმენტაციები… ქალღმერთის სახელი საკუთარიდან საზოგადო სახელად გარდაიქმნა და ხშირად სახელწოდება ”თემიდა”-მრთლმსაჯულების მაგივრადაც კი წარმოითქმის.

თემიდას როლი მითოლოგიაში

ბერძნული მითოლოგიის თანახმად, თემიდა არა მხოლოდ ცოლი იყო ზევსისა, არამედ მისი მრჩეველიც. სწორედ მან ურჩია ზევსს ტიტანებთან ბრძოლაში გამოეყენებინა ფარი-ეგიდა, რომელიც დაფარული იყო ქალღმერთ ამალთეას მიერ გაზრდილი თხის ტყავით.

თემიდამ ოლიმპოს მბრძანებელს მრავალი შვილი აჩუქა. მათ შორის წელიწადის დროების ღმერთი ორი და ადამიანების ბედის მმართველი ღმერთი მოირი. ამ უკანასკნელს ხშირად გამოსახავდნენ სამი ქალის სახით, რომელთაგან ერთი ართავდა ადამიანის სიცოცხლის ძაფს, მეორეს ეს ძაფი მიჰყავდა ბედის ლაბირინთებში, მესამე კი ძაფს ჭრიდა საჭირო მომენტში, რითაც ხდებოდა ადამიანის მიწიერი არსებობის დასასრული.

ბერძნულ მითოლოგიაში თემიდას ასევე მიაწერდნენ წინასწარმეტყველების ნიჭს. მას დიდი გავლენა ჰქონდა არამარტო ოლიმპოს პანთეონზე, არამედ ადამიანებზეც, რომლებიც სამართლიანი, მოუსყიდველი და მიუკერძოებელი ქალღმერთის პატივსაცემად ქმნიდნენ ქანდაკებებს და აშენებდნენ ტაძრებს.

წყარო

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.