პარასკევი, მაისი 1, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარირჩევებიექიმიგვავნებს თუ არა რძე, რომელიც ქათმის სკინტლით ნაკვებმა ძროხამ მოიწველა

გვავნებს თუ არა რძე, რომელიც ქათმის სკინტლით ნაკვებმა ძროხამ მოიწველა

რადიო თავისუფლების ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, 2018 წლისთვის რძის მწარმოებელი კომპანია ყვარლის ბაგა საქონელს ქათმის ნაკელით კვებავდა.

ეს სასუქია და ნიადაგის გასანაყოფიერებლად აქტიურად მიმართავენ. მეორე მხრივ, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მიზეზების გამო საკვებად მისი გამოყენება დიდი ხანია აკრძალულია ევროკავშირში, 2023 წლიდან კი — საქართველოშიც.

როგორც რადიო თავისუფლების მასალაში ვკითხულობთ, ეს კომპანია ამ ტიპის უდიდეს ფერმას ფლობს. მისგან რძეს არაერთი კომპანია ყიდულობს, მათ შორის: სანტე, სოფლის ნობათი, აგროჰაბი და რძის ლაბორატორია. დაზუსტებით ვერ ვიტყვით, შეიცავს თუ არა საფრთხეს ამ კომპანიათა პროდუქტები (მათ გამოხმაურებას ქვემოთ იხილავთ).

ზოგადად, ქათმის სკინტლით საქონლის გამოკვება სარისკოა როგორც თავად ამ ცხოველებისთვის, ასევე მათი რძის მომხმარებლებისთვისაც.

საიდან გაირკვა, რომ ძროხებს ქათმის სკინტლით კვებავდნენ?

სანამ რძის უსაფრთხოების საკითხზე გადავიდოდეთ, მოკლედ მიმოვიხილოთ რადიო თავისუფლების ჟურნალისტური გამოძიება. იგი სასამართლო დავას ეხება, რომელშიც ცოტა ხნის წინ ბრალდების მხარე საკმარისი მტკიცებულებების გარეშე გაამართლეს.

ყვარლის ბაგამ დავა იმ კომპანიის, ჩირინას, წინააღმდეგ წამოიწყო, რომლისგანაც იგი ქათმის ნაკელს ყიდულობდა. მისი ბრალდებით, 2018 წელს ნაკელი ანტიბიოტიკ ტეტრაციკლინს შეიცავდა და ამან ორასამდე ძროხის დახოცვა გამოიწვია; მათი მტკიცებით, ამან გასაყიდი რძის ხარისხიც გააფუჭა. ტეტრაციკლინი რძეში სანტემ, ყვარლის ბაგის კლიენტმა, აღმოაჩინა და პროდუქტი არ ჩაიბარა. ანტიბიოტიკი ამ ფერმის რძეში კიდევ არაერთხელ შენიშნეს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ცოტა ხნის წინ ბრალდების მხარე გაამართლა და ჩირინას კომპენსაციის სახით 4,7 მილიონი ლარი დააკისრა. გადაწყვეტილება არაფორმალურ ლაბორატორიულ ანალიზს ეყრდნობა, რომელიც კანონისა და შესაბამისი მეთოდოლოგიის დაუცველობით ჩატარდა; არ არსებობს სანდო მტკიცებულებები იმისა, რომ ძროხების დახოცვა ტეტრაციკლინის მიღების შედეგია და ამაზე ჩირინაა პასუხისმგებელი.

შეგიძლიათ, მეტი დეტალისთვის ამ ბმულზე ჟურნალისტურ გამოძიებას გაეცნოთ.

რატომაა ქათმის სკინტლი აკრძალული “საკვები”

2000-იანი წლების დასაწყისში ევროკავშირმა მკაცრი რეგულაციები დააწესა, რათა ცხოველებისა და საზოგადოების ჯანმრთელობა დაეცვა. ინიციატივის ფარგლებში აიკრძალა ცხოველთა ექსკრემენტების, მათ შორის ქათმის სკინტლის, გამოყენება ფერმის ცხოველების საკვებად. კომისიის გადაწყვეტილება ძალაში 2001 წლის პირველ მარტს შევიდა და დღემდე მოქმედებს.

  ზარმაცი თვალის ვარჯიშები მხედველობის გასაძლიერებლად – სრული გზამკვლევი

რადიო თავისუფლებასთან საუბრისას მიხეილ სოხაძე, ვეტერინარი და FAO-ს ექსპერტი, ამბობს, რომ აკრძალვა 90-იან წლებში გავრცელებულ ავადმყოფობას უკავშირდება.

“პირველი პრობლემა იყო ღრუბლოვანი ენცეფალოპათია 1992-93 წლებში ინგლისში, სადაც 100 ათასამდე დადასტურებული შემთხვევა იყო და 5 მილიონამდე პირუტყვი დახოცეს მაშინ. ეს გადამდებია ადამიანზე”, — ამბობს მიხეილი და ამატებს, რომ ადამიანებში ამ დაავადებით სიკვდილის დაახლოებით 200 შემთხვევაა დადასტურებული.

რა შეიძლება გვავნოს რძემ, რომელიც სკინტლით ნაკვებმა ძროხამ მოიწველა?

ქათმის ნაკელმა შეიძლება ძროხების ჯანმრთელობა დააზიანოს, ამ ცხოველების გავლით კი — პოტენციურად ჩვენიც. ამასთან დაკავშირებული რისკების შესახებ NEXT.On.ge გასტროენტეროლოგ ჯაბა ზარქუას გაესაუბრა.

“როდესაც ეს პროცესი ირღვევა და ფრინველის გადაუმუშავებელი განავლოვანი მასები ხვდება ადამიანის კვებით ჯაჭვში, ეს შესაძლოა გახდეს სხვადასხვა პრობლემების გამომწვევი”, — განმარტავს ჯაბა — “ფრინველის გადაუმუშავებელ განავლოვან მასებში შესაძლოა იყოს სხვადასხვა ინფექციური პათოგენი (მაგ. ვირუსი, ბაქტერია, პარაზიტი), სხვადასხვა მედიკამენტი (მაგ. ანტიბიოტიკი, ზრდის ჰორმონი) ან სხვადასხვა მძიმე მეტალი (მაგ. ტყვია, ვერცხლისწყალი), რაც პირუტყვიდან მიღებული პროდუქტით შესაძლოა მოხვდეს ადამიანის ორგანიზმში”.

რისკები განსხვავებულია და სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული, მაგალითად: რამდენადაა დაბინძურებული საქონლის საკვები პათოგენებით, მედიკამენტებითა თუ მძიმე მეტალებით, რამდენი ხნის განმავლობაში იღებდნენ ისინი დაბინძურებულ საკვებს, როგორ მიმდინარეობდა რძის წარმოება და ა.შ.

“ამას ამ მონაცემებით მეტად ვერ დავადგენთ”, — ამბობს ჯაბა.

როგორც ჩვენთან საუბრისას აცხადებს, მძიმე მეტალების რძეში მოხვედრის ალბათობა მცირეა, თუმცა არა ნულოვანი. უფრო მაღალია მათი დაგროვების ალბათობა ქსოვილებში. მისი თქმით, პათოგენების (ვირუსი, ბაქტერია, პარაზიტი) რძეში მოხვედრის ალბათობა ასევე არაა მაღალი, თუ ისინი ცხოველში სისტემურ ინფექციას არ იწვევს (რომლის შედეგადაც ისინი რძეში გადავა).

მეორე მხრივ, როგორც ჩანს, მეტია იმის შანსი, რომ რძეში მედიკამენტები გადავა. ამასთან დაკავშირებული რისკების შეფასება არც ისე მარტივია.

წყარო

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.