პარასკევი, მაისი 8, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიისტორიები"სტალინის ქალიშვილმა სვეტლანამ მხოლოდ ერთი სიტყვა იცოდა­ ქართულად" - როგორ ცხოვრობდა სვეტლანა...

“სტალინის ქალიშვილმა სვეტლანამ მხოლოდ ერთი სიტყვა იცოდა­ ქართულად” – როგორ ცხოვრობდა სვეტლანა ალილუევა ემიგრაციაში

ჩვენი რესპონდენტი მუსიკოსი, კონცერტმაისტერი და პედაგოგი ლეილა სიყმაშვილია. მიუხედავად იმისა, რომ მრავალი სპექტაკლი და ფილმი გააფორმა მუსიკალურად, მიაჩნია, რომ განსაკუთრებული პოპულარობა და სიყვარული მაინც “კავკასიურმა ცარცის წრემ” მოუტანა. რაც შეეხება პედაგოგიურ საქმიანობას, ამბობს, რომ ბევრი ცნობილი პიროვნება ყოფილა მისი მოსწავლე. მათ შორის დიდი სიყვარულით იხსენებს სტალინის შვილიშვილს, სვეტლანა ალილუევას ქალიშვილ ოლგა პიტერსს. 1984-86 წლებში ოლგა დედასთან ერთად თბილისში ცხოვრობდა.

– სტალინის ქალიშვილი სვეტლანა ემიგრაციაში 1967 წელს გაემგზავრა. 1970 წელს ამერიკაში არქიტექტორ უილიამ პიტერსს გაჰყვა ცოლად. სპრინგფილდში ცხოვრობდნენ. 1971 წელს შეეძინათ ქალიშვილი ოლგა პიტერსი… სვეტლანა “კავკასიური ცარცის წრის” სანახავად რომ წავიყვანე პირველად და კახი კავსაძე გამოვიდა სცენაზე, ცუდად გახდა და დარბაზიდან გაიყვანეს. ანტრაქტზე რომ გამოვედი, ვკითხე, რა მოგივიდა-მეთქი? გაჭრილი ვაშლივით ჰგავს კახი კავსაძე ჩემს ქმარსო. მერე პიტერსის ფოტოები მაჩვენა და გავგიჟდი, კახის ორეულია. “наконец-то я на родной земле” – ამბობდა ჩამოსვლის შემდეგ

– რუსულად ლაპარაკობდა?

– მხოლოდ ერთი სიტყვა იცოდა ქართულად – დედა. როგორც მიამბობდა, სტალინის ცოლის ძმა პავლიკა თბილისში იყო დაბადებული და სუფთად ლაპარაკობდა ქართულად. როცა საიდუმლოდ უნდოდათ რამის თქმა, თურმე სტალინი და პავლიკა ქართულად საუბრობდნენ. სპრინგფილდიდან სვეტლანა თავდაპირველად მოსკოვში ჩავიდა, მაგრამ უფროს შვილებთან ურთიერთობა ვერ ააწყო.

– მიუხედავად იმისა, რომ, როგორც ამბობენ, შვილების თხოვნით დაბრუნდა…

– ეგ ტყუილია. აშშ-ში მოუხდა რაღაც უსიამოვნება და… როცა საქართველოშიც უსიამოვნება მოუვიდა, აქედანაც გაიქცა. ასე სჩვეოდა… მოსკოვიდან რომ ჩამოვიდა, მისცეს სამოთახიანი ბინა ჭავჭავაძის 75-ში, გამოუყვეს შავი “ვოლგა”, მანგლისში – კოტეჯი. სვეტლანა ამბობდა, რომ სამუდამოდ საქართველოში უნდა ეცხოვრა. თავდაპირველად ოლია მხოლოდ ინგლისურად ლაპარაკობდა. სვეტლანამ გადაწყვიტა, რომ მის ქალიშვილს უნდა ესწავლა რუსულიც, ქართულიც, ცეკვაც, სიმღერაც… ოლია ცხენოსნობამაც გაიტაცა და ჩემი მანქანით დამყავდა ხოლმე იპოდრომზე.

 

– თქვენ შესახებ საიდან შეიტყვეს?

  ვინ იყო 14 წლის გოგონა, რომელიც მკვლელობის საქმეზე გაამართლეს

– მამაჩემი დიდი სტალინისტი იყო. სახლში ბელადის უზარმაზარი სურათი გვეკიდა, ჭერიდან იატაკამდე, ოქროსფერ ჩარჩოში ჩასმული. 1956 წლის 9 მარტს სანაპიროზეც ვყავდით წაყვანილი მე და ჩემი ძმა. სულ რამდენიმე წუთით გამოვასწარით იმ უბედურებას. დედაჩემი კი სტალინის ხსენებაზე სიმწრით იკლაკნებოდა, რადგან სანდრო ახმეტელის ბიძაშვილი იყო…

1984-ში სვეტლანას თბილისში ჩამოსვლა თურმე გასაიდუმლოებული იყო. ერთ საღამოს რეკავს ტელეფონი. ავიღე ყურმილი და ვიღაცამ ლეილა გიორგიევნა იკითხა, – თქვენ გესაუბრებათ სვეტლანა ალილუევა, სტალინის ქალიშვილი.

მეგონა, ნანული სარაჯიშვილი და გია ფერაძე მემაიმუნებოდნენ, კახურად გემრიელად შევიგინე და ყურმილი დავახეთქე, მაგრამ მაშინვე დაირეკა, ლეილა გიორგიევნა, არ დაკიდოთ, თქვენთან ლაპარაკობს სტალინის ქალიშვილი სვეტლანა ალილუევაო. ხომ ვიჯექი, მომენტალურად ფეხზე წამოვდექი, წელში გავიმართე და ვიგრძენი, პირი როგორ გამიშრა. თქვენი ნომერი ეთერ გუგუშვილმა მომცა, არ იცით, რომ საქართველოში დავბრუნდიო?..

შვილთან, ოლია ქრისტინესთან (ოლია – ბებიას სახელი, ქრისტინე – ნათლობის) ერთად თბილისში ვარ და მინდა ჩემმა ქალიშვილმა ქართული სიმღერა და დაკვრა ისწავლოს, ამიტომ თქვენ ჩვენთან ივლით ორშაბათს და ხუთშაბათს, 6 საათზეო, მბრძანებლური ტონით მითხრა, მერეღა დასძინა – შეძლებთო? როგორ ეტყვი, არაო?! ორშაბათს ვეწვიე. ზღაპრული სუფრა დამახვედრა. საოცარი მზარეული იყო.

– როგორ, თვითონ ამზადებდა?

– აბა, ვის შეუშვებდა სამზარეულოში?! პირველად მასთან გავსინჯე გამომცხვარი ვაშლი ქიშმიშით, ბრინჯით, თაფლითა და ნიგვზით. როგორც მითხრა, ლოლიამ (სტალინის მზარეულმა) ასწავლა.

რომ გამიმასპინძლდა, მერე ინსტრუმენტს მივუჯექი და ვიმღერე. ოლიას ისე მოეწონა, თქვა, მეც მინდა, ასე სიმღერა და დაკვრა შემეძლოსო. ძალიან ნიჭიერი ბავშვი იყო. ნანი ბრეგვაძის რეპერტუარს, გოგი ცაბაძის, რევაზ ლაღიძის სიმღერებს – რას არ მღეროდა. “ვერის უბნის მელოდიების” სიმღერები ზეპირად იცოდა.

სხვათა შორის, სტალინის სახლ-მუზეუმში გვითხრეს, ის ისეთი მუსიკალური იყო და ისეთი აბსოლუტური სმენა ჰქონდა, პოლიტიკაში რომ არ წასულიყო, მუსიკაში მწვერვალებს დაიპყრობდაო…

სვეტლანა პარასკევს საღამოს მიდიოდა მანგლისში და მემუარებს წერდა, რომელიც შემდგომ ამერიკაში გამოსცა და მილიონი დოლარი აიღო ჰონორარი. ოლია ისე მომეჩვია, დედას მეძახდა. ამაზე სვეტა ეჭვიანობდა. მე და ოლია სულ ერთად ვიყავით, ჩემი ყველა სპექტაკლი ნახა 5-5-ჯერ… ნახეთ სრულად

  ბეთლემის ქუჩა — თბილისური ისტორიის გამორჩეული კადრი, რომელიც ბევრმა არ იცის

 

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.