კახეთის პოლიციის დეპარტამენტმა რეგიონში ნარკოტიკების გავრცელებასთან დაკავშირებული ოპერაციის ფარგლებში ერთი პირი დააკავა. ბრალდებულს ედება ნარკოტიკული საშუალების განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო დათესვა-კულტივირება, შეძენა-შენახვა და რეალიზაციის ხელშეწყობა.
სამართალდამცველებმა ჩხრეკა ჩაატარეს ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში, ეზოსა და სპეციალურად მოწყობილ სათბურში. შედეგად გამოვლინდა, რომ პირი კანაფის კულტივირებით სისტემატურად იყო დაკავებული — ამოღებულია 6 კილოგრამი მცენარე კანაფი, ასევე სხვადასხვა ზომის შეკვრებად დაფასოებული მარიხუანა, რომელიც, სავარაუდოდ, გასაყიდად იყო გამზადებული.
პოლიციამ ასევე ამოიღო ნარკოტიკების დაფასოებისთვის განკუთვნილი სამასალე ინვენტარი და ფულადი თანხა, რომელიც, შესაძლოა, უკანონო გაყიდვებიდან იყო მიღებული.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 265-ე პრიმა მუხლების საფუძველზე მიმდინარეობს. ამ მუხლებით გათვალისწინებული სასჯელი 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Sheni Ambebi News
წყარო: primetime.ge
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2026). კახეთში ნარკოდილერობაში ეჭვმიტანილი დააკავეს — სახლში სათბური და 6 კილოგრამი კანაფი აღმოაჩინეს. 27 სექტემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/კახეთში-ნარკოდილერობაში/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
საქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: CV.geბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · მარკეტინგი / PR
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-27T19:46:40+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
