ოთხშაბათი, აპრილი 2, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიისტორიები"ცოტა ჩამორჩენილი და მეოცე საუკუნეში გაჭედილი ვარ, ვერ ავყევი ამ 21-ე საუკუნეს..."...

“ცოტა ჩამორჩენილი და მეოცე საუკუნეში გაჭედილი ვარ, ვერ ავყევი ამ 21-ე საუკუნეს…” – ზურა ყიფშიძის ამბავი

1972 წლის შემოდგომაზე, როცა ლანა ღოღობერიძის ფილმმა კინოსტუდია “ქართული ფილმის” სამონტაჟოდან ეკრანებზე გადაინაცვლა, მოგრძობაკებიან, თმაგაჩეჩილ, ცოტა გათამამებულ და სევდიან ზურაზე ყველა ალაპარაკდა, შეუყვარდათ თბილისშიც და მის ფარგლებს გარეთაც. მოსწონდათ დიდებსაც და პატარებსაც. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა. დღეს ის უკვე ვარსკვლავია. როცა მაყურებელი იგებს, ამა თუ იმ თეატრში ზურა ყიფშიძის მონაწილეობით სპექტაკლი ინიშნება, სალაროებთან ხალხის ნაკადი არ წყდება. ბატონ ზურას ამ წლების განმავლობაში არაერთი ჯილდო აქვს მიღებული და მას, კიდევ ერთი – საპატიო თბილისელის წოდებაც მიემატა. “კვირის პალიტრა” ულოცავს გენიალურ მსახიობსა და ადამიანს დიდ ჯილდოს და უსურვებს კიდევ ბევრი დაუვიწყარი სახის შექმნას კინოსა თუ თეატრში.

„არ მახსენდება უფრო დიდი კრიზისი თეატრში, როგორიც დღეს არის“

– ცხოვრებაში ბევრი ჯილდო მიმიღია. ყველასი მადლობელი ვარ, ვინც ღირსად ჩამთვალა, მოენიჭებინა ჩემთვის ეს საპატიო წოდება. სამწუხაროდ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დაჯილდოებაზე ვერ შევძელი მისვლა, თუმცა ჩემთვის ეს წოდება ძალიან სასიამოვნო იყო, რადგან თბილისი ყველაფერია. მე სხვაგან ვერასოდეს ვიცხოვრებ. თუმცა ყველაზე დიდი შეგრძნება მაინც ისაა, სპექტაკლის შემდეგ ხალხი რამდენიმე წუთის განმავლობაში ტაშს რომ გამუდმებით გიკრავს, ქუჩაში რომ მიდიხარ და გაჩერებენ, სითბოს გამოხატავენ, ამ დროს იმხელა ენერგიას იღებ, მერე სულ თან დაგყვება. ხალხის სიყვარული ყველაზე დიდი ჯილდოა ჩემთვის.

– თქვენი თბილისი როგორი­ იყო?

– უბრალო, თან ბრალიანი. ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა გემოვნებას, განათლებას. “კაჩაობა” და კუნთებზე ყურება მაშინაც იყო, მაგრამ ულმობელი და ასეთი სასტიკი არ ყოფილა. უფრო ზრდილობიანი იყო. არა, არც უზრდელობა გვაკლდა, მაგრამ რა შედარებაა. მაგალითად, მე და ჩემი ძმაკაცი თემურ ჩიხლაძე ნამდვილი ჰიპები ვიყავით. ახლა ძაან ნამდვილი როგორ ვიქნებოდით, მაგრამ ვცდილობდით გარეგნულადაც და შინაგანადაც ასე გვეცხოვრა, სიმყუდროვის და თავისუფლებისათვის მიგვეღწია. დედაჩემი საშინლად მტკივნეულად ხვდებოდა ამ ამბავს. დაიბნა, ქუჩის ბიჭი ვიყავი და უცებ შევიცვალე – მოშვებული თმა, რაღაც ბეჭდები, საყურე არა, მაგრამ რაღაც ჯინჯილები, გაცვეთილი ჯინსები, ჩუმი ლაპარაკი, სულ სხვა მუსიკა… ქალი გადაირია, სექტანტი ხდებაო. ლენას ბრალი იყო, მილიციაში რომ მოვხვდით. ლენამ, ჩემმა “ტიოტკებმა” და ბიძაჩემმა მოილაპარაკეს, მოდი, რაღაც გავაგებინოთ სახელმწიფო მოხელეებს და სამართალდამცავებსო… მოგვადგა “ვარონკა”, ყველა გაიქცა და მე და თემური შევრჩით ხელში. თემურმა იქ ისეთები მოაწყო, ესაო, ისაო, პროტესტიო, და ასე შემდეგ. მილიციის უფროსი გაგიჟდა, რის წინააღმდეგ გამოდიხართო, გვკითხა. თემურმა უთხრა, ამერიკის აგრესიის ვიეტნამშიო. რაღაც სისულელე დაახეთქა. პირველ მაისს ტრანსპარანტებით ვაპირებდით გამოსვლასო. არადა, რა ტრანსპარანტები, რის ტრანსპარანტები! მილიციის უფროსი მთლად გადაირია, თქვენ ვიღაც გმართავთ ზემოდან, ანტისაბჭოთა ელემენტიო. მილიციიდან ისევ ლენამ გამოგვიყვანა. როცა გვიშვებდნენ, მილიციის უფროსი ლენას თემურზე აფრთხილებდა, ამას არ გააკაროთ თქვენი შვილიო… სრულად

  ახლა, როცა აღარ არის, ვფიქრობ, რატომ ვკიდებდი ასე უცბად ყურმილს და რატომ არ ვუსმენდი? - ზურა ყიფშიძე ლიკა ქავჟარაძეზე
მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
მესტრე: მშვიდი იტალიური ქალაქი ვენეციის ქაოსს მიღმა

მესტრე: მშვიდი იტალიური ქალაქი ვენეციის ქაოსს მიღმა

1 April, 2025
ფილტვის კიბოს იმუნოთერაპიული მკურნალობა „კონსილიუმ მედულაში“

ფილტვის კიბოს იმუნოთერაპიული მკურნალობა „კონსილიუმ მედულაში“

აპრილი 1, 2025
პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

აპრილი 1, 2025
სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს – „გამოვლინდა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი“

სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს – „გამოვლინდა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი“

აპრილი 1, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
თბილისში ორი ახალი მეტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

თბილისში ორი ახალი მეტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

აპრილი 1, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ამ შეცდომას სააღდგომო კვერცხის შეღებვისას თითქმის ყველა უშვებს! 🥚🚫

ამ შეცდომას სააღდგომო კვერცხის შეღებვისას თითქმის ყველა უშვებს! 🥚🚫

აპრილი 1, 2025
დალი ჩიტალაძე 62 წლის გახდა,

დალი ჩიტალაძე 62 წლის გახდა,

აპრილი 1, 2025

ქართველი ემიგრანტების წარმატების ისტორიები: მსოფლიო ასპარეზზე გაბრწყინება

1 აპრილი 2025
მეტეხის ხიდიდან მთაწმინდამდე – თბილისის ისტორია ფეხით

მეტეხის ხიდიდან მთაწმინდამდე – თბილისის ისტორია ფეხით

აპრილი 1, 2025
ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

მარტი 31, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი