ტრამპი ახალ მანქანებზე, რომლებიც აშშ-ში არაა დამზადებული, 25%-იან ტარიფებს აწესებს

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

დონალდ ტრამპი ახალ მანქანებზე, რომლებიც აშშ-ში არაა დამზადებული, 25%-იან ტარიფებს აწესებს. გადაწყვეტილების შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა და შესაბამის აღმასრულებელ განკარგულებას ხელი მოაწერა.

ახალი ტარიფები ძალაში 2 აპრილიდან ამოქმედდება.

ტრამპის განმარტებით, ტარიფები შეეხება იმ ავტომობილებსაც, რომლის ნაწილებიც ამერიკაშია დამზადებული, თუმცა სხვა ქვეყანაშია აწყობილი.

ტრამპის ახალ ბრძანებას უკვე გამოეხმაურა ოფიციალური ოტავა. კანადის პრემიერ-მინისტრმა ტრამპის მიერ დაწესებულ ახალ ტარიფებს “პირდაპირი თავდასხმა” უწოდა და განაცხადა, რომ მათ საპასუხო რეაგირება ექნებათ.

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). ტრამპი ახალ მანქანებზე, რომლებიც აშშ-ში არაა დამზადებული, 25%-იან ტარიფებს აწესებს. 27 მარტი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ტრამპი-ახალ-მანქანებზე-რ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi