ოთხშაბათი, მარტი 26, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიო95 დღე საკვებისა და წყლის გარეშე - ბრძოლა ოკეანეში გადარჩენისთვის

95 დღე საკვებისა და წყლის გარეშე – ბრძოლა ოკეანეში გადარჩენისთვის

ბევრ ჩვენგანს ვერც კი წარმოუდგენია, როგორია მარტო დარჩენა უკიდეგანო ოკეანის შუაგულში, საკვებისა და სუფთა წყლის გარეშე, გადარჩენის მხოლოდ ერთი იმედით. არადა, ზუსტად ეს კოშმარი გადაიტანა 61 წლის პერუელმა მეთევზემ, მაქსიმო ნაპა კასტრომ, რომელმაც ღია ზღვაზე მთელი 95 დღე გაატარა. მისმა ისტორიამ შოკში ჩააგდო მთელი მსოფლიო და გახდა წარმოუდგენელი სულის სიმტკიცისა და გადარჩენის სურვილის მაგალითი. 7 დეკემბერს ის სამხრეთ პერუს ქალაქ მარკონადან ზღვაში გაემგზავრა და აპირებდა თავისი ჩვეული საქმის გაკეთებას – თევზის დაჭერას. თუმცა უამინდობა იმაზე ძლიერი აღმოჩნდა ვიდრე ელოდა. ქარიშხალმა და ძლიერმა დინებამ მისი გემი სანაპირო ზოლიდან შორს წაიყვანეს. დეზორიენტირებული, ის წყნარი ოკეანის ტალღებს შორის აღმოჩნდა.

მოგზაურობა, რომელიც გამოწვევად იქცა
რუტინული სათევზაო მოგზაურობა Maximo Napa Castro-სთვის გადაიქცა კოშმარად, როდესაც მოულოდნელად ძლიერი ქარიშხალი დაატყდა თავს. CNN-ის ცნობით, ამინდის არასასურველმა პირობებმა ის კურსიდან გადააგდო და ღია ოკეანეში აღმოჩნდა, უკან დასაბრუნებელი გზა კი არ ჰქონდა.

ნაპირთან კონტაქტის დაკარგვისა და სანავიგაციო აღჭურვილობის არქონის გამო, მეთევზე სტიქიის ხელში აღმოჩნდა. საკვები და მტკნარი წყალი სწრაფად ამოიწურა, მაგრამ მაქსიმო ნაპა კასტრო პანიკაში არ ჩავარდა და გადარჩენისთვის ბრძოლა დაიწყო.

ბრძოლა ოკეანეში სიცოცხლისთვის
ასეთ პირობებში გადარჩენა მოითხოვდა არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ ფსიქოლოგიურ ძალასაც. როგორც თავად მეთევზე ამბობს, იზოლირებულობისა და მუდმივი საფრთხის პირობებში, ძალას ოჯახზე ფიქრები აძლევდა. განსაკუთრებით გაამხნევა ახლად დაბადებულ შვილიშვილზე ფიქრმა. გადარჩენის შემდეგ მიცემულ ინტერვიუში მან აღიარა: “ჩემს თავს ვუთხარი, რომ არ მინდოდა სიკვდილი. ყოველდღე ვფიქრობდი დედაჩემზე და ჩემს შვილიშვილზე, რომელიც ახლა დაიბადა. ამან ძალა მომცა, რომ ბრძოლა გამეგრძელებინა”.

პირველ დღეებში მაქსიმო იმ მარაგით ცხოვრობდა, რაც ნავზე ჰქონდა, მაგრამ მალე მარაგი ამოიწურა. შემდეგ მან დაიწყო ყველა შესაძლო ხერხის გამოყენება საკვების მისაღებად. იჭერდა ფრინველებს, მწერებს და მოახერხა ზღვის კუს დაჭერაც კი, რათა როგორმე შეენარჩუნებინა ძალა. წვიმის წყალს აგროვებდა, მაგრამ გადარჩენამდე ბოლო 15 დღის განმავლობაში მას არ ჰქონდა საჭმელი და სასმელი და მისმა სხეულმა დაიწყო დაუძლურება.  თუმცა, ოჯახთან დაბრუნებისა და საყვარელი ადამიანების ხელახლა ნახვის სურვილი აძლიერებდა. მეთევზის გადარჩენა და სახლში დაბრუნება2025 წლის 11 მარტს, 95 დღის დრიფტის შემდეგ, მაქსიმო აღმოაჩინეს ეკვადორელმა მეთევზეებმა პერუს ჩრდილოეთ სანაპიროს წყლებში. მისი მდგომარეობა მძიმე იყო: მძიმე დეჰიდრატაცია და დაღლილობა. საჭიროებდა სასწრაფო სამედიცინო დახმარებას. ის გადაიყვანეს პაიტაში, Nuestra Señora de las Mercedes-ის საავადმყოფოში, სადაც ექიმებმა მისი მდგომარეობა დაასტაბილურეს. 16 მარტს გაწერეს და ოჯახს დაუბრუნდა.მისმა ქალიშვილმა, ინეს ნაპა ტორესმა, ღრმა მადლიერება გამოხატა მაშველების მიმართ და სოციალურ ქსელში დაწერა: „გმადლობთ, ეკვადორელ ძმებო, მამაჩემის გადარჩენისთვის. ღმერთმა დაგლოცოთ, ალბათ, მეთევზე ცოტა მოგვიანებით რომ აღმოჩენილიყო, ის ნამდვილად მკვდარი იქნებოდა“… სრულად

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
აბუ დაბის მსოფლიო კლასის მუზეუმები და გალერეები

აბუ დაბის მსოფლიო კლასის მუზეუმები და გალერეები

25 March, 2025
როგორ უნდა გამოვიცნოთ რა ტიპის ალერგია გვაწუხებს

როგორ უნდა გამოვიცნოთ რა ტიპის ალერგია გვაწუხებს

მარტი 26, 2025
რა გავლენას ახდენს ინტერიერის დიზაინი მენტალურ ჯანმრთელობაზე

რა გავლენას ახდენს ინტერიერის დიზაინი მენტალურ ჯანმრთელობაზე

მარტი 25, 2025
ვინ არის გოგო, რომელიც თურქეთში სამკურნალოდ ჩასულ ქართველებს ეხმარება

ვინ არის გოგო, რომელიც თურქეთში სამკურნალოდ ჩასულ ქართველებს ეხმარება

მარტი 26, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
ავიაკომპანია Edelweiss – „საქართველოში უამრავი სანახაობა გელოდებათ“

ავიაკომპანია Edelweiss – „საქართველოში უამრავი სანახაობა გელოდებათ“

მარტი 26, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
წონის კლებისას გამართლებული არის თუ არა შიმშილი?

წონის კლებისას გამართლებული არის თუ არა შიმშილი?

მარტი 25, 2025
ქეთი ხატიაშვილი 36 წლის იუბილეს აღნიშნავს

ქეთი ხატიაშვილი 36 წლის იუბილეს აღნიშნავს

მარტი 25, 2025
როგორია მსოფლიოს ყველაზე რომანტიკული ადგილები წყვილებისთვის, სადაც უნდა გაემგზავროთ 2025 წელს

როგორია მსოფლიოს ყველაზე რომანტიკული ადგილები წყვილებისთვის, სადაც უნდა გაემგზავროთ 2025 წელს

26 მარტი 2025
ტრაგედია მთაწმინდაზე — გარდაცვლილია 30 წლის ბიჭი, ორი პირი მძიმედ არის დაშავებული

ტრაგედია მთაწმინდაზე — გარდაცვლილია 30 წლის ბიჭი, ორი პირი მძიმედ არის დაშავებული

მარტი 25, 2025
Air Serbia თბილისი-ბელგრადის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს იწყებს

Air Serbia თბილისი-ბელგრადის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს იწყებს

მარტი 25, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი