ოთხშაბათი, მარტი 19, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარირჩევებიექიმირა შემთხვევაში შეიძლება გახდეს კბილის პასტა ბავშვების გონებრივი ჩამორჩენის მიზეზი - სპეციალისტის...

რა შემთხვევაში შეიძლება გახდეს კბილის პასტა ბავშვების გონებრივი ჩამორჩენის მიზეზი – სპეციალისტის რეკომენდაცია

„ზოგიერთ კბილის პასტაში შედის ფტორი, რომლის გადაჭარბებულმა რაოდენობამ შესაძლოა ბავშვებში გამოიწვიოს გონებრივი ჩამორჩენა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბავშვი მუცლად ყოფნის დროს იღებს დედის მეშვეობით (თუ დედა ფტორიან პასტას დიდი რაოდენობით იყენებს). ერთი მხრივ, ფტორი აუცილებელია კბილისთვის და მეორე მხრივ, ამ საშიშროების წინაშე გვაყენებს“ – აღნიშნულის შესახებ ჰარვარდის მეცნიერმა ფილიპ გრანდჟანმა გადაცემაში „საიმედო რეკომენდაციები“ განაცხადა.

„ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვეჭვობდით, რომ ფტორი შეიძლებოდა დამაზიანებელი ყოფილიყო ორგანიზმისთვის. უახლეს კვლევებში შევაჯამეთ ორსულებისა და ბავშვების მონაცემები. დადგინდა, რომ ბავშვები, რომლებიც ადრეული განვითარების ეტაპზე, ანუ მუცლად ყოფნის დროს დედისგან ბევრ ფტორს იღებდნენ, შემდგომში შეფერხება აქვთ ტვინის ფუნქციებში, კერძოდ IQ – ში. ფტორს ძირითადად სასმელი წყლიდან ვიღებთ, თუმცა როცა ამას ემატება კბილის პასტიდან მიღებული ფტორი, უკვე სარისკოა. რა თქმა უნდა, ფტორი კარიესის განვითარებას უშლის ხელს და ის აუცილებელია კბილებისთვის, თუმცა, ძალიან ცოტა რაოდენობით და მხოლოდ კბილების ზედაპირზე (არა ორგანიზმში). ჩვენი რეკომენდაციაა, რომ ჯაგრისზე დაიტანოთ ძალიან ცოტა კბილის პასტა, დაახლოებით ბრინჯის მარცვლის ზომის და გახეხვის შემდეგ სრულად გამოირეცხოთ პირის ღრუდან. ბავშვები კბილის ხეხვის დროს ყლაპავენ კბილის პასტას. კვლევების თანახმად, ასეთი ბავშვების ორგანიზმში ფტორის გადაჭარბებული რაოდენობა დაფიქსირდა, რომელიც შემდგომში ცირკულაციის შედეგად ხვდება ტვინში და იწვევს მის დაზიანებას“ – დასძინა ფილიპ გრანდჟანმა.

როგორც გადაცემაში აღნიშნეს, აფთიაქებისა და მაღაზიის დახლებზე უამრავი ბრენდის კბილის პასტაა წარმოდგენილი, სხვადასხვა სარეკლამო წარწერა გვიჩენს კითხვას – პირის ღრუს მოვლის როგორ საშუალებებზე უნდა გავაკეთოთ არჩევანი, მაქსიმალური ეფექტის მისაღებად და ხომ არ არის რომელიმე პროდუქტი ჯანმრთელობისთვის საშიში?

,,ინტერნეტ სივრცეში გვხვდება უამრავი ვიდეო, სადაც კბილის პასტების ტუბზე დატანილი ფერადი ზოლების მიხედვით, უსაფრთხო და საფრთხის შემცველი პროდუქტების ერთმანეთისგან გარჩევას გვასწავლიან. სინამდვილეში ფერად ზოლებს სულ სხვა დანიშნულება აქვს და საერთოდ არ აქვს კავშირი კბილის პასტის შემადგენლობასთან. ეს ნიშნულები გამოიყენება მხოლოდ იმისთვის, რომ ქარხანაში გაიზომოს თუ რა სიგრძის ტუბი უნდა მოჭრას და შესაბამისად, ის აპარატი, რომელიც ამას აკეთებს ამ ნიშნულით ხვდება რა სიგრძეზე უნდა მოჭრას. მე პაციენტებს ყოველთვის ვთხოვ, რომ ამის მიხედვით არასდროს შეარჩიონ კბილის პასტა“ – აღნიშნა ქირურგმა, პარადონტოლოგმა თეა ნაცვლიშვილმა.

„ქიმიური კბილის პასტები განსხვავებული შემადგენლობისაა, ამიტომ მათ შეძენამდე რეკომენდებულია სტომატოლოგთან კონსულტაცია, რომელიც ინდივიდუალურად თქვენი კბილებისა და ღრძილების შესაბამის პროდუქტს შეგირჩევთ. თუ პაციენტს აქვს ღრძილის ანთების მიმართ მიდრეკილება, მისთვის განკუთვნილ კბილის პასტაში უნდა შედიოდეს ან ქლორჰექსიდინი ან ეთერზეთები. ვისაც კარიესის მიმართ აქვს მიდრეკილება, მათ უნდა ჰქონდეთ ფტორირებული კბილის პასტა“ – დასძინა თეა ნაცვლიშვილმა.

ფტორი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და საყურადღებო კომპონენტია კბილის პასტების შემადგენლობაში. ის შეძლებისდაგვარად აღადგენს კბილის ემალს, უზრუნველყოფს კბილის მგრძნობელობის შემცირებას, რაც მისი დადებითი მხარეა. მგრძნობელობის გაძლიერებას კი კბილის ცვეთა განაპირობებს, გათხელებული ემალი ვეღარ იცავს კბილის დენტინს, რომელშიც ნერვული დაბოლოებების განშტოებებია და კბილები მარტივად რეაგირებს მჟავეზე, ტკბილზე, ცივსა და ცხელზე. ფტორიანი კბილის პასტა კი ემალის შევსებას უწყობს ხელს. არსებობს გასათვალისწინებელი ფაქტორი – ზედმეტი ფტორი საშიშია ჯანმრთელობისთვის!.

ზოგიერთი კბილის პასტის შემადგენლობაში შედის ნივთიერება ტრიკლოზანი, რომელიც პირის ღრუში ბაქტერიებს ანადგურებს და ეფექტურია, როგორც კარიესის, ასევე, ინფექციებისგან თავის დასაცავად. ამ დადებითი თვისებების მიუხედავად, მეცნიერების ნაწილს ტრიკლოზანის მიმართ საეჭვო დამოკიდებულება აქვს. ისინი ფიქრობენ, რომ შესაძლოა ბაქტერიების რეზისტენტობა გამოიწვიოს. გარდა ამისა, ცხოველებზე ჩატარებული ექსპერიმენტების მიხედვით დადგინდა ტრიკლოზალის უარყოფითი გავლენა ფარისებრ ჯირკვალზე, თუმცა, აღნიშნული კვლევები არ ჩატარებულა ადამიანზე, შესაბამისად, მეცნიერებს გადაჭრით უჭირთ იმის თქმა, რომ ეს ნივთიერება უარყოფით ზეგავლენას ახდენს ადამიანზე. ამიტომ, ჩვენი რეკომენდაციაა, რომ ტრიკლოზანიანი კბილის პასტები გამოიყენოთ მხოლოდ ექიმის დანიშნულებით, აუცილებლობის შემთხვევაში.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც კბილის პასტების შემადგენლობის ჩამონათვალშია, მისი აბრაზიულობის, ანუ წმენდის მაჩვენებელი ინდექსია – ეს ინფორმაცია შემადგენლობაში მითითებულია, როგორც RDA – 20, RDA – 30, RDA – 50… რაც უფრო დიდი რიცხვია მითითებული აღნიშნული აბრევიატურის გასწვრივ, მით უფრო ეფექტურად წმენდს და ათეთრებს კბილებს, თუმცა ასეთივე წარმატებით აზიანებს ემალს. ანუ, ციფრები 0-დან 70-მდე დაბალ აბრაზიულობაზე მიუთითებს, საშუალოდ ითვლება 70-დან 100-მდე, 100-ზე ზემოთ კი მაღალი მაჩვენებელია. უმჯობესია არჩევანი გააკეთოთ დაბალი აბრაზიულობის მქონე კბილის პასტაზე და გამონაკლის შემთხვევებში ან მაქსიმუმ კვირაში ორჯერ გაიხეხოთ კბილები საშუალო ან მაღალი აბრაზიულობის მქონე კბილის პასტით.

კბილის პასტა, რომელიც წყალში ძალიან ქაფდება – ასეთი კბილის პასტის გამოყენებისგან თავი უნდა შევიკავოთ – აღნიშნეს გადაცემაში ,,საიმედო რეკომენაციდები.

 

წყარო:​ ,,საიმედო რეკომენდაციები”

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
რა უნდა მიირთვათ ნეპალში

რა უნდა მიირთვათ ნეპალში

19 March, 2025
იცოდით, რომ ზოგიერთი საკვები შეიძლება თქვენს მხედველობას სერიოზულ საფრთხეს უქმნიდეს?

იცოდით, რომ ზოგიერთი საკვები შეიძლება თქვენს მხედველობას სერიოზულ საფრთხეს უქმნიდეს?

მარტი 19, 2025
იცოდით,რომ მელნისფერი ინტერიერში სიმშვიდისა და ელეგანტურობის შეგრძნებას აღძრავს?

იცოდით,რომ მელნისფერი ინტერიერში სიმშვიდისა და ელეგანტურობის შეგრძნებას აღძრავს?

მარტი 19, 2025
 ამინდის შეცვლის რიტუალები ძველ მესხეთში –  მარილიანი ტაფა, თქმულებები, ლოცვები

 ამინდის შეცვლის რიტუალები ძველ მესხეთში –  მარილიანი ტაფა, თქმულებები, ლოცვები

მარტი 19, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
საინვესტიციო ჰაბი ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე – „როიტერსი“ საქართველოს შესახებ გადაღებულ ვიდეოსა და სტატიას აქვეყნებს

საინვესტიციო ჰაბი ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე – „როიტერსი“ საქართველოს შესახებ გადაღებულ ვიდეოსა და სტატიას აქვეყნებს

მარტი 19, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ შევარჩიოთ იდეალური და მწიფე ავოკადო

როგორ შევარჩიოთ იდეალური და მწიფე ავოკადო

მარტი 19, 2025
ნიღაბი ხელის კანის ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად

ნიღაბი ხელის კანის ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად

მარტი 19, 2025
ვიზა და გერმანიაში შესვლა – გზამკვლევი შენთვის

ვიზა და გერმანიაში შესვლა – გზამკვლევი შენთვის

19 მარტი 2025
რესპუბლიკის მოედანზე საფეხბურთო მატჩის ღია ჩვენების გამო ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება — როგორ შეძლებთ გადაადგილებას

რესპუბლიკის მოედანზე საფეხბურთო მატჩის ღია ჩვენების გამო ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება — როგორ შეძლებთ გადაადგილებას

მარტი 19, 2025
საქართველოდან ლიმონათების და გაზიანი სასმელების ექსპორტი 29%-ით გაიზარდა — სად ვყიდით და რა ფასად

საქართველოდან ლიმონათების და გაზიანი სასმელების ექსპორტი 29%-ით გაიზარდა — სად ვყიდით და რა ფასად

მარტი 19, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი