ფრანგული საფეხბურთო კლუბის, „ლიონის“ ქართველმა ლეგიონერმა გიორგი (ჟორჟმა) მიქაუტაძემ ევროპის ლიგის 1/8 ფინალში რუმინული „სტიაუას“ წინააღმდეგ ორი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.
„ლიონმა“ „სტიაუა“ 4-0 გაანადგურა. პირველ შეხვედრაში ფრანგულმა გუნდმა 3-1 მოიგო, შესაბამისად ის ევროპის ლიგის 1/4 ფინალში გავიდა, სადაც ინგლისის პრემიერ ლიგის ერთ-ერთ წამყვან კლუბს, „მანჩესტერ იუნაიტედს“ დაუპირისპირდება.
2 დღის წინ საფრანგეთის ჩემპიონატის ლიდერი „პარი სენ-ჟერმენი“, სადაც ხვიჩა კვარაცხელია ასპარეზობს, უეფას ჩემპიონთა ლიფის ¼ ფინალში გავიდა, სადაც ასევე ინგლისურ კლუბს, „ასტონ ვილას“ შეხვდება.
Sheni Network
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
SheniAmbebi.ge. გიორგი მიქატაძემ ერთ თამაშში ორი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა [Internet]. თბილისი: Sheniekimi/ambebi.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 6]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/ambebi/%e1%83%92%e1%83%98%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%92%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%90%e1%83%ab%e1%83%94%e1%83%9b-%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%97-%e1%83%97%e1%83%90%e1%83%9b/
sheniekimi.ge/ambebi
