ლონდონში, ბიგ ბენზე აძრომის ფაქტზე პოლიციამ 29 წლის მამაკაცი, დენიელ დეი დააკავა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა შაბათს მოხდა – ახალგაზრდა მამაკაცმა ეკიპირების გარეშე შეძლო შენობაზე აძრომა, მას ჯამში 16 საათი დასჭირდა.
მომხდარის შედეგად, უესტმინსტერის ხიდზე 8 მარტს ყველა საექსკურსიო მსვლელობა გაუქმდა.
დენიელ დეის საზოგადოების შეურაცხყოფასა და დაცულ ტერიტორიაზე უკანონოდ შეჭრაში ედება ბრალი – მან ბიგ ბენის შენობაზე პალესტინის დროშა გადმოფინა.
მასალის გამოყენების პირობები