კანადის ლიბერალური პარტიის ახალი ლიდერის არჩევნებში მარკ კარნიმ გაიმარჯვა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

კანადის ლიბერალური პარტიის ლიდერის არჩევნებში მარკ კარნიმ გაიმარჯვა. ის პრემიერ-მინისტრის პოსტზე ჯასტინ ტრუდოს შეცვლის.

კანადისა და ინგლისის ცენტრალური ბანკის ყოფილმა მმართველმა მარკ კარნიმ ლიბერალური პარტიის ლიდერობისთვის ბრძოლაში სამი მეტოქე დაამარცხა და ხმების 85.9% მოიპოვა.

არჩევნებში გამარჯვების შემდეგ კარნიმ თავისი გამოსვლის დიდი ნაწილი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის კრიტიკას დაუთმო და აღნიშნა, რომ კანადა არასოდეს იქნება ამერიკის ნაწილი.

კარნიმ პირობა დადო, რომ ტრამპთან სავაჭრო ომს მოიგებს.

- Advertisement -
Ad imageAd image

„ვაჭრობაში, ისევე როგორც ჰოკეიში, კანადა გაიმარჯვებს“, – განაცხადა კარნიმ.

კარნი პრემიერ-მინისტრის ფიცს დადებს უახლოეს დღეებში, ჯასტინ ტრუდოს ოფიციალურად გადადგომის შემდეგ. ლიბერალური პარტიის ლიდერობისთვის ბრძოლა იანვარში დაიწყო მას შემდეგ, რაც თითქმის ათწლიანი მმართველობის შემდეგ ჯასტინ ტრუდომ თანამდებობა დატოვა

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). კანადის ლიბერალური პარტიის ახალი ლიდერის არჩევნებში მარკ კარნიმ გაიმარჯვა. 10 მარტი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/კანადის-ლიბერალური-პარტი/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi