ცნობილ რუს ტელეწამყვან ალექსანდრე გორდონს 17 წლის გოგონაზე სექსუალურ ძალადობაში სდებენ ბრალს.
რუსული მედია აქვეყნებს სავარაუდო მსხვერპლის ისტორიას. მედია არ ასახელებს მის სახელს და გვარს.
სტატიის გმირი ჰყვება, თუ როგორ გაიცნო გორდონი 2010 წელს სატელევიზიო შოუს “დახურული ჩვენების” გადასაღებ მოედანზე. მისი თქმით, ტელეწამყვანს ელფოსტა თავად სთხოვა, რადგან მასთან შეხვედრა სურდა.
მიმოწერა დაიწყეს და როგორც მსხვერპლი იხსენებს, გორდონისგან შეტყობინებები ყველაზე ხშირად ღამით მისდიოდა. ცნობილ მამაკაცთან მიმოწერა გოგონას აბედნიერებდა.
რამდენიმეთვიანი მიმოწერის შემდეგ, ტელეწამყვანი გოგონას შეხვედრაზე დათანხმდა. ყავის დალევის შემდეგ კი კაცმა არასრულწლოვანი სახლში დაპატიჟა.
“სასმელი შემომთავაზა, ალკოჰოლი იქამდე არასდროს მიმიღია, მაგრამ დავთანხმდი. როცა მკითხეს, რას ვსვამდი, პირველი რაც გამახსენდა, კონიაკი იყო. ჩემს ყავაში ჩავასხი – ისეთი საზიზღარი არ იყო, როგორც მე წარმოვიდგენდი – ასე რომ, კიდევ დავლიე.
ის ჩემს ასაკზე ლაპარაკობდა. მახსოვს, ასევე საუბრობდა 16 წლის გოგონა, ჟენიაზე, რომელიც, მისი თქმით, ერთხელ მივიდა მასთან შესახვედრად, შემდეგ კი დაორსულდა და აბორტი გაიკეთა. ”ვერ მივხვდი, რატომ მომიყვა”, – აღნიშნა გოგონამ… ვრცლად