აშშ-ის ტარიფების საპასუხოდ, კანადა ამერიკულ საქონელზე 25%-იან ტარიფებს აწესებს

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

აშშ-ის ტარიფების საპასუხოდ, კანადა ამერიკულ საქონელზე 25%-იან ტარიფებს აწესებს. აღნიშნულის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრიუდომ გამოაცხადა.

კერძოდ, კანადის ტარიფები 30 მილიარდი ანადური დოლარის ღირებულების ამერიკულ საქონელზე 4 მარტიდან ამოქმედდება, 21 დღეში კი ძალაში შევა ტარიფები 125 მილიარდი კანადური ღირებულების საქონელზე.

„ჩვენი ტარიფები ძალაში დარჩება, ვიდრე აშშ არ გააუქმებს სავაჭრო ზომებს და აშშ-ის ტარიფები თუ არ გაუქმდება, ჩვენ პროვინციებთან და ტერიტორიებთან ვაწარმოებთ აქტიურ მოლაპარაკებებს რამდენიმე არასატარიფო ზომასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ჯასტინ ტრიუდომ.

აშშ-ის საპასუხო ტარიფებს უწესებს ჩინეთიც. მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კანადისა და მექსიკის მიმართ დაწესებული 25-პროცენტიანი ტარიფები 4 მარტს შევა ძალაში. ასევე აშშ-მა დამატებითი ტარიფები დააწესა ჩინურ საქონელზე.

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). აშშ-ის ტარიფების საპასუხოდ, კანადა ამერიკულ საქონელზე 25%-იან ტარიფებს აწესებს. 4 მარტი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/აშშ-ის-ტარიფების-საპასუხ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi