აშშ ამზადებს გეგმას, რომლის მიხედვითაც, რუსეთისთვის სანქციების შემსუბუქება იქნება შესაძლებელი, – ამის შესახებ „როიტერი“ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს.
როგორც ცნობილია, თეთრმა სახლმა სახელმწიფო და სახაზინო დეპარტამენტს სთხოვა სანქციების სიის შედგენა, რომელთა შემსუბუქებასაც შეძლებენ.
წყაროების თანახმად, ამჟამად მზადდება წინადადება ცალკეულ ორგანიზაციებსა და პირებზე, მათ შორის, ზოგიერთ რუს ოლიგარქზე, რომ მოიხსნას სანქციები.
როგორც „როიტერი“ აღნიშნავს, საინტერესოა ისიც, რომ ამ სიის განსახილვას ამერიკელი მაღალჩინოსნები შემდგომში რუს კოლეგებთან აპირებენ. სააგენტო წერს, რომ ტრამპის ამ გადაწყვეტილების მიზეზი არის რუსეთთან დიპლომატიური და ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენის ნაწილი.
რუსეთის მიერ უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ აშშ-ს არაერთი რუსული ორგანიზაცია თუ პირი ჰყავს სანქცირებული.
მასალის გამოყენების პირობები